გამორჩეული ალექსანდრე იაშვილია, რომელმაც მეორე ბუნდესლიგაში საგოლე პასი გააკეთა და "შპორტალისგან" 3-იანი დაიმსახურა
ჩვენს ლეგიონს ბევრი არაფერი აქვს თავმოსაწონი - ამ უქმეებზე ისეთ საფეხბურთო ლიგებში, რომელთა რეიტინგი ჩვენი უმაღლესი ლიგისას აღემატება, ქართული გოლი არ გასულა. არადა, ლაპარაკია 60-ზე მეტი ფეხბურთელის მონაგარზე. ყველაზე გამორჩეული კი მათ შორის ალექსანდრე იაშვილია, რომელმაც მეორე ბუნდესლიგის მატჩში საგოლე პასი გააკეთა და "შპორტალისგან" 3-იანი დაიმსახურა.

"ჯენოა" ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ვერონაში "კიევოსთან" 1:2 დამარცხდა. სასიამოვნოა, რომ წაგებული მატჩის შემდეგაც კი კახა კალაძის თამაშმა დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. "დატასპორტმა" ქართველს 6,5 ბალი დაუწერა: "გამოცდილება და ქარიზმა. მოიგო ყველა ორთაბრძოლა, როგორც საუკეთესო წლებში".

ლევან კობიაშვილის "ჰერტა" კი მატჩის ბოლოს 9 კაცის ამარა დარჩა და ვერას გახდა "ვერდერთან" - 1:2. ლევანს "შპორტალმა" დაბალი შეფასება - 4 ბალი დაუწერა.

რუსეთის ქართული ლეგიონიდან თუ ვინმეზე ითქმის, კარგად ითამაშაო, ოთარ მარცვალაძეა, მაგრამ "ჩემპიონატისგან" 6-იანით შეფასებული ქართველი ფორვარდის გარჯა ამაო გამოდგა "სპარტაკთან" დაპირისპირებაში - 2:4. "კრასნოდარს" დისკვალიფიკაციის გამო ალექსანდრე ამისულაშვილი აკლდა, "სპარტაკს" კი - ტრავმირებული ჯანო ანანიძე.

ვერაფრით გამოირჩა ჰოლანდიურ "ვიტესში" მოთამაშე გიორგი ჭანტურია, რომელმაც წინა ტურში გაიბრწყინა, თუმცა მისი და გურამ კაშიას "ვიტესი" "ექსელსიორთან" გამარჯვებული გამოვიდა - 2:0.

როცა სხვა გზა არ არის, ნაკლებად საფეხბურთო ქვეყნებზე უნდა გადავერთოთ - აზერბაიჯანში დუბლი მიითვალა გიორგი ადამიამ, რომლის "ყარაბახმა" სტუმრად 3:1 მოუგო აზალ-ს. ისრაელის რანგით მეორე, ლეიმუთლიგაში დუბლი შეასრულა აკაკი მიკუჩაძემ, მაგრამ ქართველის "ბეერ შევა" მაინც მწარედ დამარცხდა "აჰი ნაზარეთთან" - 2:4. ჩვენებურის კიდევ ერთი დუბლი ლატვიურია - მამუკა ღონღაძემ 2 გოლი გაუტანა "იურმალას", "დაუგავამ" კი 3:0 მოიგო. მამუკას უკვე 16 გოლი აქვს 19 თამაშში.

კიდევ რა? როგორც იქნა, თურქეთის ჩემპიონატში შედგა აკაკი ხუბუტიას დებიუტი - საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა "ორდუსპორთან", "სამსუნსპორმა" კი ვიზიტი ქულით დაასრულა - 0:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

reso
ტავი დაანებეტ მაგ ლეგიონერებს კველას ტავის გაჯირვება ჯირს,მიდი კალა ,სენი იმედი გვაკ
Nodo
მოკლედ ლეგიონერები გვყავს გლიჯავენ რა...
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა