პოლონეთი-საქართველოს მატჩი დაწყებას ისრაელი-იტალიის პაექრობის დასრულება დაემთხვა. "სკუადრა აძურამ" თელ ავივში 81:76 გაიმარჯვა...

პოლონეთი-საქართველოს მატჩი დაწყებას ისრაელი-იტალიის პაექრობის დასრულება დაემთხვა. "სკუადრა აძურამ" თელ ავივში 81:76 გაიმარჯვა. შესაბამისად, ისრაელს მეორე წაგება მოუგროვდა, რაც ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსნის ევრობასკეტზე მოხვედრის შანსს საგრძნობლად ზრდის. თუმცა მეორე ადგილზე არა საქართველოს ნაკრებმა, არამედ პოლონეთმა ბულგარეთმა ბელგიამ უნდა იფიქრონ.

ჩვენმა გუნდმა ბულგარეთში მოგებით ჩ ჯგუფში პირველი ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თავად განსაჯეთ: ბელგიაში, ბულგარეთსა და პოლონეთში გასვლითი მატჩები უკვე მოვისტუმრეთ. დაგვრჩა შინ ბელგია-ბულგარეთთან და პორტუგალიაში ჩასატარებელი მატჩები. აქამდე იგორ კოკოშკოვის გუნდი იმდენად დამაჯერებლად თამაშობდა, რომ დაგვარწმუნა - დარჩენილი სამივე მატჩის მოგება შეუძლია. ასეთ შემთხვევაში ჯგუფში პირველობას ვერც "ლომები" შეგვეცილებიან და ვერც "არწივები".

პოლონელების ვარაუდით ჯგუფში საუკეთესო გუნდის წოდებისთვის საბოლოოდ სწორედ ქართველებთან უნდა ებრძოლათ. ამიტომ, თანაბარი ქულების შემთხვევაში ბურთების შეფარდებას მიენიჭებოდა უპირატესობა. სწორედ ამიტომ იგორ კოკოშკოვის ვიზავი, ისიც იგორი (გრიშჩუკი) მატჩამდე აცხადებდა - თბილისში 19 ქულის სხვაობით წავაგეთ და შინ მინიმუმ 20 ქულით უნდა მოვიგოთო. საბოლოოდ მასპინძლებმა გუშინ 9-ქულიანი სხვაობით გვაჯობეს, 29 აგვისტოსთვის პოლონეთსა და საქართველოს ქულათა თანაბარი რაოდენობა თუ მოუგროვდათ, პირველობა ჩვენ დაგვრჩება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლონეთს ბელგიასა და პორტუგალიაში აქვს სათამაშო და ბულგარეთს აეეთ უმასპინძლებს.

სატურნირო მდგომარეობასა და გამსვლელ-დამრჩენებზე ბევრი ვილაპარაკეთ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 3 მატჩია დარჩენილი (ბელგიელებს ოთხი) და თამამი დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

გადახედეთ სატურნირო ცხრილს და ზოგი თქვენ იმსჯელეთ...

თ მ წ სხ ქ

1. ბულგარეთი 5 3 2 392/350 8

2. პოლონეთი 5 3 2 381/353 8

3. საქართველო 5 3 2 362/342 8

4. ბელგია 4 3 1 299/295 7

5. პორტუგალია 5 0 5 313/407 5

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა