"ყოჩები"-"ლელოს" მატჩზე უსასტიკეს ბრძოლაში, რომლის დროსაც გამოიყენეს "წესების გარეშე" ბრძოლის ყველა ილეთი, მაყურებელიც ჩაერთო
ჩვენი გაზეთის რაგბის მიმომხილველი ბესო ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან გადმოსცემს რაგბიში მსოფლიოს თასის გათამაშების რეპორტაჟებს და ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის "ყოჩები"-"ლელოს" მატჩზე დასწრება თავად გადავწყვიტე.

სიმართლე გითხრათ, ცნობისმოყვარეობამ უფრო წამძლია - ძალიან მაინტერესებდა პარალელი გამევლო ათწლეულების გადასახედიდან. მაგრამ ვინანე კიდეც. ვინანე იმიტომ, რომ, რაც იქ ვნახე იმას, რაინდები, მორაგბეებს კი მთელ მსოფლიოში თავი სწორედ რომ რაინდებად მოაქვთ, არ უნდა კადრულობდნენ.

თამაშის მიმოხილვის ნაცვლად ამ ფორმით გამოხმაურებაზე შემთხვევით არ შევჩერებულვარ. ძალიან მოკლედ მეც იმას ვიტყვი, რაც ამ შეხვედრის კომისარმა ჩემს თვალწინ ჩაწერა ოქმში: "მატჩმა ჩაიარა დაძაბულ ვითარებაში". ვისაც თამაში არ უნახავს, გაიფიქრებს, რომ "სპორტულად დაძაბული" მატჩი იყო, მაგრამ ორაზროვნებაშია საიდუმლოება.

"დაძაბულში", ამჯერად, მეტოქეთა შორის გუნდური ჩხუბი და ერთმანეთის თავ-პირის დამტვრევა-დასისხლიანება უნდა ვიგულისხმოთ. გუნდი-გუნდზე უსასტიკეს ბრძოლაში, რომლის დროსაც გამოიყენეს "წესების გარეშე" ბრძოლის ყველა ილეთი და მეტიც, მაყურებელიც კი ჩაერთო. ეს უკვე აღარ იყო წაკინკლავება-წათაქება, რომელიც მანამდე მატჩის მსვლელობისას ორჯერ დაფიქსირდა. "ყოჩები" თავიდანვე აგებდნენ და რა სურდათ ყოჩობით, გაუგებარია.

თამაშის მიწურულს კი, რაც მოხდა, უკვე გითხარით. არადა, "ყოჩები" იმ სახელოვანი თბილისური პირველი გუნდის მემკვიდრეა, რომელიც პოლიტექნიკური ინსტიტუტში 1959 წელს ჩამოყალიბდა. მაგრამ ვიღა დაგიდევს მემკვიდრობის ღირსებას...

მასპინძლები მსაჯობით უკმაყოფილონი ჩანდნენ. "აგერ ოქმი და ჩაწერე, - უთხრა "ყოჩების" პრეზიდენტს კომისარმა. "რა უნდა ჩავწერო, მსაჯებმა ისედაც იციან ჩემი სათქმელი" - იყო პასუხი. აი, ასე, არ ჩავწერ, არ "ჩავუშვებ", არ ვიტყვი, არ ვიხმაურებ და ბინძურდება ქართული რაგბი.

მატჩის შემდეგ ლელოს ექიმმა ჩამოიარა და სტადიონზე მიმოფანტული სისხლიანი ბინტ-ბამბით ცელოფანის პარკი აავსო.

SOS

"ვისოლის" სარაგბო სტადიონზე ზემოთხსენებულ მატჩზე მიწვეული არ ყოფილან წესრიგის დამცველები. არ იყო ტაბლო, არანაირი ინფორმაცია არ მიეწოდებოდა მაყურებელს. ხალხი ერთმანეთს და კომისარს ეკითხებოდა მატჩის შედეგს.

წვიმა რომ წამოსულიყო, სათადარიგო მოთამაშეებს, მწვრთნელებს და სამედიცინო პერსონალს თავშესაფარიც არ ექნებოდათ.

ნუთუ, მეტ პატივისცემას არ იმსახურებს ეროვნული ჩემპიონატი?

ფოტოზე: გაწევ-გამოწევა არც "ხარები"-"არმაზის" მატჩისთვის იყო უცხო

მთავარი რედაქტორის სვეტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rug
ცოტა არ იყოს ამ სტატიამ მკითხველის ცნობისმოყვარეობა ვერ დააკმაყოფილა, იმ ადამიანის რომელიც არ დასწრებია თამაშს. აქ სისხლიანი ბინტების მხატვრულად წარმოჩენა უფრო იყო ვიდრე რეალობის ასახვა.
nata
ლელო-ყოჩების თამაშთან რა შუაშია ხარები- არმაზის მატჩის ამსახველი ფოტოები?!
ჩხუბი არაფერია... ხდება ხოლმე, გეთანხმებით რომ ინფრასტრუქტურა არ არსებობს და მეტსაც გეტყვით რომ არცერთ რაგბის მატჩზე (გამონაკლისების გარდა) ტაბლო არ არის. მაგრამ ყველაზე ძალიან რაც მაწუხებს არის ის, რომ მატჩის კომისარმა უნდა იკისროს და ჩაწეროს ოქმში რაც ჩასაწერია და არ უნდა აირიდოს თავიდან პასუხისმგებლობა. საბოლოო ჯამში მაინც მენტალობასთან გვაქვს საქმე "არ ჩავუშვებ" რა მოსატანია, შენ ხომ არ ხარ სპორტსმენი და ასეთი მიდგომით თვით სპორტს ვნებ
nugo
მადლობა სტატისა და გაშუქებისათვის... ძალიან განვიცადე და შემრცხვა. 100-ჯერ მეტი სირცხვილი ჩხუბისთავებსა და მილიონერ ვისოლსაც ტაბლოსა და ფანჩატურის გაკეთებას რა უნდა? ბარემ ბოლომდე აქციონ სპორტულ არენად...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად