შესაძლოა, საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები უცხოეთიდან ჩამოყვანილი სპორტსმენით იულია ლობჟანიძეთი გაძლიერდეს
შესაძლოა, საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები უცხოეთიდან ჩამოყვანილი სპორტსმენით გაძლიერდეს, თუმცა იდეის განხორციელების შემთხვევაში ეს მაინც არ იქნება ნატურალიზაციის კლასიკური შემთხვევა, რადგან ჩვენები ეთნიკურ ქართველს ეპატიჟებიან - უკვე რამდენიმე დღეა, გუნდთან ერთად დუშეთში შეკრებაზეაც უკრაინელი იულია ლობჟანიძე.

ნაკრების კორეელი მწვრთნელი ან ჰიუნ სანი მას ჯერ მხოლოდ აკვირდება, მაგრამ პირველი შთაბეჭდილებები დადებითია, ან კი რატომ იქნება უარყოფითი - ლობჟანიძე ხომ საკმაოდ მაღალი დონის მშვილდოსანია.

უკრაინის ნაკრები არათუ ევროპაში, მსოფლიოშიც ერთ-ერთი ანგარიშგასაწევია - მსოფლიოს ბოლო, ჩვენთვის ასე სკანდალურ და ავადსახსენებელ პირველობაზე ბრინჯაოსთვის იბრძოლეს, თუმცა წააგეს და მეხუთეზე გავიდნენ, მაგრამ სამივე ლიცენზია მოიპოვეს.

ისინი ყოველ ტურნირზე ფავორიტთა შორის არიან და ლობჟანიძე მათ შემადგენლობაში გუნდურში ევროპის ჩემპიონიც გამხდარა და მსოფლიოს პრიზიორიც. წინა წლებში ის სისტემატურად გამოდიოდა უკრაინელთა ძირითადში და ასეთი მსროლელის დამატება ჩვენს გუნდს ჰაერივით სჭირდება.

მით უფრო, ბოლო ორი წელიწადია, ლობჟანიძეს უკრაინელთა სახელით უცხოეთში არ უასპარეზია, ანუ ვერც იქაურები შეუშლიან ხელს გადმოსვლაში. მით უფრო, თვითონაც მოწადინებულია საამისოდ. როგორც ჩვენი მწვრთნელებისგან ვიცი, ლობჟანიძე ისტორიულ სამშობლოში გადმოსვლის შანსებზე ხუმრობით ადრეც ლაპარაკობდა, მაგრამ მაშინ ის იმათი ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო და ამაზე სერიოზულად არავინ დაფიქრებულა.

იულია ლობჟანიძე უკრაინაშია დაბადებულ-გაზრდილი, ქალაქ ლვოვში, იქაური სამწვრთნელო სკოლა კი ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ უძლიერესად იყო მიჩნეული. ჩვენებურს საქვეყნოდ ცნობილი მწვრთნელი მონიკა სიმუნსი და ვიქტორ მინენკო ავარჯიშებენ, სიმუნსი კი ჩვენი ნაკრების ლიდერის, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ქრისტინე ესებუას ყოფილი მწვრთნელიცაა - ჩვენებური მასთან წლების შემდეგ, საქართველოში ჩამოსულიც დაბრუნდა სავარჯიშოდ.

მართალია, ლობჟანიძემ სადღეისოდ დაკარგა ადგილი უკრაინის ნაკრებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თითქოს ის სუსტია და არ გვჭირდება.

პირიქით - მისი დონის სპორტსმენი ფრიად გააძლიერებს ჩვენს შემადგენლობას. ქართველებს რომ მედლისთვის ბრძოლა ყველა ტურნირზე შეგვიძლია, ეს მსოფლიოს განვლილმა პირველობამაც დაადასტურა, სადაც პირველ წრეში მომავალ ჩემპიონსა და მასპინძელმა იტალიასაც კი მოუგეს, მაგრამ აპენინელებმა რაღაც მაქინაციებით გადათამაშებას მიაღწიეს და იქ გაიმარჯვეს.

ცხადია, თუ გუნდში სამივე ძლიერი, მაღალი დონის მსროლელი გვეყოლება, ეს კიდევ უფრო წაგვადგება. ამას ჩვენი ფედერაციაც კარგად ხვდებოდა და დაახლოებით ერთი წლის წინ ამერიკიდან ოლიმპიურ პრიზიორ ხათუნა ლორიგის (ქვრივიშვილი) გადმოყვანაც განიზრახა.

სპორტსმენიც თანახმა იყო ჩამოსვლაზე და პირობებზე მოსალაპარაკებლადაც ესტუმრა თბილისს, შეთანხმდნენ კიდეც, მაგრამ ამერიკის მხარემ არ გამოუშვა - როგორც კი ამათი მოლაპარაკების ამბავი გაიგეს, მყისვე გაუოთხმაგეს ხელფასი და დარჩენის სანაცვლოდ სხვა დახმარებებიც აღუთქვეს.

ახლა ჩვენებმა ლობჟანიძე დაისვეს სამიზნეზე და, იმედია, ამ საქმეს მაინც მივიყვანთ ბოლომდე. მით უფრო, ქვრივიშვილისგან განსხვავებით, ამჯერად უკრაინული ფედერაცია სპორტსმენს ვეღარ დააბრკოლებს.

ახლა ყველაფერი კორეელ მწვრთნელზეა დამოკიდებული - მოეწონება თუ არა ლობჟანიძე, მაგრამ ოქტომბერში მშობლიურ კორეაში დაგეგმილ გრძელვადიან (მინიმუმ ერთთვიან და მაქსიმუმ - ორთვიან) შეკრებაზე წამსვლელთა შორის მასაც მოიაზრებს. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, ესებუას შემდეგ ლობჟანიძე უკრაინიდან გადმოყვანილი მეორე ქართველი მშვილდოსანი იქნება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ლობჟანიძე იქაა დაბადებულ-გაზრდილი, აფხაზეთიდან დევნილი ესებუა კი იქ ომის საშინელებას გაექცა.

ამდენად, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება. ამით ლონდონის ოლიმპიადის დარჩენილი ორი საგზურის მოპოვების შანსი კიდევ უფრო გაგვეზრდება, ერთი ლიცენზია კი ესებუამ უკვე მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია