სინგაპურის გრანპრი, შესაძლოა, ყველაზე მოსაწყენი რბოლა იყო ამ სეზონში, თუმცა ჯენსონ ბატონის საფინიშო სპურტმა სიტუაცია ოდნავ გამოაცოცხლა
სინგაპურის გრანპრი, შესაძლოა, ყველაზე მოსაწყენი რბოლა იყო ამ სეზონში, თუმცა ჯენსონ ბატონის საფინიშო სპურტმა სიტუაცია ოდნავ გამოაცოცხლა, ოღონდ კანადური ილეთი ბრიტანელს არ გამოუვიდა, სხვა მხრივ კი რბოლაში ყველაფერი პროგნოზისამებრ იყო.

უსაფრთხოების მანქანამაც დიდად ვერ შეცვალა ეტაპის მსვლელობა (მხოლოდ ლუის ჰემილტონს მისცა ღირსეული პოზიციის დაკავების შანსი). "ფერარის" პილოტებმა კი აშკარად თავიანთ შესაძლებლობებზე უარესად იასპარეზეს, თუმცა თითოეულს შეეძლო თავის მართლება: ფელიპე მასა ჰემილტონთან შეჯახებას მოიმიზეზებდა, ფერნანდო ალონსო - ტრასის კონფიგურაციას, რომელიც საბურავის სათანადოდ გახურების საშუალებას არ იძლევა.

მთავარი გმირი

სებასტიან ფეტელს სულ მცირედი არ ეყო კარიერაში პირველი "დიდი სლემის" მოსაპოვებლად - ბატონმა შეუშალა ხელი. საერთო ჯამში კი ამჯერადაც დავრწმუნდით, რომ ფეტელი-"რედ ბული"-ედრიან ნიუის ტრიო ფანტასტიკურად მუშაობს. თუ ნიუი ისევ გააგრძელებს ამგვარი ბოლიდების შექმნას, ხოლო ფეტელი უარს იტყვის "ფერარიში" გადასვლასა და წითელი კომბინეზონის ჩაცმაზე, მაშინ სულ მალე მიხაელ შუმახერის "მუდმივ" რეკორდებს სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

რაც შეეხება ჯენსონ ბატონს, ის, შესაძლოა, კარიერის დაწყების მომენტიდან საუკეთესო ფორმაში იმყოფება. ბატონი 2009 წლის საჩემპიონო სეზონშიც არ ყოფილა ასეთი ეფექტური და ექსპერტები მასზე ამბობდნენ - პრაგმატური პილოტია, მაგრამ არასაკმარისად სწრაფიო. თუმცა ამას ლოგიკური ახსნა მოეძებნება: როცა ტიტულისთვის იბრძვი, აზრი აქვს რისკისთვის თავის არიდებას. მაგრამ, როცა ტიტული მიუღწეველი ხდება, შეიძლება მოდუნდე და საკუთარი სიამოვნებისთვის ირბოლო. ბატონს ეს კარგად გამოსდის.

ამასთან, ჯენსონი სარბოლო რეჟიმში არც საკუთარ თავს აგდებს საფრთხეში და არც კონკურენტების ჯანმრთელობას ემუქრება. რთული გასახსენებელია, ოდესმე დაუწუწუნიათ თუ არა მეტოქეებს ტრასაზე მისი სახიფათო მანევრის გამო.

ანტიგმირი

ბატონის შესანიშნავი გამოსვლის ფონზე, ეტაპის ანტიგმირი მის თანაგუნდელი ლუის ჰემილტონი გამოდის. რთული სათქმელია რა დაემართა ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო დებიუტანს. შესაძლოა, წარუმატებელმა სტარტმა იმოქმედა ან მასაზე შეტევისას დაშვებულმა შეცდომამ... ლუისმა ისევ შეასრულა უამრავი გასწრება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჯობდა სულ არ ეაქტიურა.

რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა სეზონის შუაში იმის გაცნობიერება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ წაგებულია. მაგრამ ეს არ აძლევს პილოტს მორალურ უფლებას საკუთარ იღბალზე იწუწუნოს - მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. მიხაელ შუმახერს "ფერარიში" ოთხი წარუმატებელი წელი ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით, მოთმინებისა და შრომისთვის შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღო. რბოლები - ეს არ არის ტრასაზე შაბათს ერთი და კვირას გატარებული ორი საათი, არამედ მთელი სეზონის განმავლობაში დაუღალავი და მუდმივი შრომა ბოლიდსა და საკუთარ თავზე. თუ ჰემილტონი ამას ვერ ხვდება, მაშინ ძალიან გაუჭირდება.

ტაქტიკა

პირველი სამეულის წევრებმა ერთნაირი ტაქტიკა აირჩიეს: რბოლის საწყის და ბოლო მონაკვეთზე "სუპერსოფტის" საბურავები გამოიყენეს, ეტაპის შუაში - "სოფტი". ფერნანდო ალონსოს არ აღმოაჩნდა ნორმალურ მდგომარეობაში დამატებითი ზერბილი საბურავი, ამიტომაც მესამე პიტსტოპის შემდეგ "სოფტით" გააგრძელა მოძრაობა და მარკ უებერის ტემპსაც კი ვერ აყვა.

გასწრება

"მარინა-ბეი" გასწრებისთვის მოუხერხებელი ტრასაა - მოძრავი უკანა ანტიფრთის გარეშე კი წინ მიმავალი ბოლიდის უკან ჩამოტოვება ძალიან რთულია. ამ რბოლაში შეიძლებოდა ყველაზე ლამაზი გასწრება გვეხილა, მაგრამ არ გამოვიდა: მიხაელ შუმახერი ძალიან ახლოს მივიდა სერხიო პერესთან და რამდენიმე წამში მარკ უებერის შარშანდელი ნახტომი გაიმეორა.

პერსპექტივა

სებასტიან ფეტელს საჩემპიონო ბრძოლაში ერთადერთი კონკურენტი დარჩა - ჯენსონ ბატონი. ბრიტანელი ტიტულს მოიგებს იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილ ხუთივე ეტაპზე გაიმარჯვებს, ფეტელი კი ვერცერთხელ ვერ შევა ქულათა ზონაში. ეს, რა თქმა უნდა, ფანტასტიკის სფეროდანაა. რაც შეეხება ვიცე-ჩემპიონის ტიტულს, აქ ჯერ არაფერია გარკვეული. ბუკმეიკერთა აზრით, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში პილოტთა შანსები ასე გამოიყურება: ბატონი - 31.5%, ალონსო - 27.8%, უებერი - 22.6%, ჰემილტონი - 18.1%. რამდენიმე გრანპრის წინ ამ ოთხეულს საპირისპირო მიმდევრობა ჰქონდა.

P. S. რადგან ბუკმეიკერები ვახსენეთ, აქვე განაცნობთ მათ მიერ დასახულ საორიენტაციო სურათს 2012 წლის სეზონისთვის: ფეტელი - 46.3%, ალონსო - 20.6%, ჰემილტონი - 15.4%, ბატონი - 9.3%, უებერი - 8.4%.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...