ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტის თქმით, თანამედროვე ჰოკეისტები, რომლებიც ტრავმებსა და ტვინის შერყევას იღებენ, ძირითადად, თავად არიან დამნაშავენი

ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტმა უეინ გრეტცკიმ აღნიშნა, რომ თანამედროვე ჰოკეისტები, რომლებიც ტრავმებსა და ტვინის შერყევას იღებენ, ძირითადად, თავად არიან დამნაშავენი ამგვარ დაზიანებებში.

"რა თქმა უნდა, ზურგიდან შეტევა ძალიან სახიფათოა და ამის გამო დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს. ამ მხრივ, იმ სამუშაოს, რასაც სადისციპლინო კომიტეტის ხელმძღვანელი ბრენდან შენეჰანი ატარებს, მართლაც პატივისცემას იმსახურებს.

მაგრამ, მეორეს მხრივ, ბევრი თანამედროვე ჰოკეისტი ბარიერთან მოედნისკენ ზურგშექცევით დგას. ადრე მსგავსი რამ არ ხდებოდა. როცა მე ვთამაშობდი, ასეთ მდგომარეობაში მყოფ მეტოქეს არასოდეს ვეჯახებოდით. მაგრამ ამასთან, მოთამაშეების 90 პროცენტი კუთხეში ან ბარიერთან მისვლისას სახით მოედნისკენ დგებოდა, რადგან მზად იყო ძალისმიერი ილეთისთვის. ეს იყო პირველი და მთავარი, რასაც ჩვენ გვასწავლიდნენ ექვსი წლის ასაკიდან მოყოლებული.

პირადად მე არც ერთი ტვინის შერყევა არ მქონია, არადა, ხომ გახსოვთ როგორ ჩაფხუტს ვატარებდი?! ის თხელი იყო, როგორც ქაღალდი", - განაცხადა გრეტცკიმ.

გუშინ ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გამოაცხადა, რომ ახალი სეზონში ტრადიციულ "ზამთრის კლასიკაში" "ფილადელფია სიქსერზი" და "ნიუ იორკ რეინჯერსი" ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ასეთი მატჩი ახალი წლის პირველ ან მეორე დღეს ღია ცის ქვეშ იმართება.

შეხვედრა 2 იანვარს ფილადელფიაში Citizens Bank Ballpark-ის არენაზე გაიმართება. ეს ღია სტადიონი 43 500 მაყურებელს იტევს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ზამთრის კლასიკაში" ერთმანეთს დაუპირსპირდნენ "პიტსბურგ პინგვინზი" და "ვაშიგტონი კეპიტალზი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს