მომდევნო უქმეებზე სერია A-ში ერთმანეთის პირისპირ "იუვენტუსი" და "მილანი" დადგებიან
მომდევნო უქმეებზე სერია A-ში ისეთი მატჩი შედგება, რომელზეც აქედანვე აქტიურად მიდის მსჯელობა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ერთმანეთის პირისპირ "იუვენტუსი" და "მილანი" დადგებიან.

თამაში ბევრ საინტერესოს გვიქადის, რადგან განახლებულ "იუვეს" ამბიციები აქვს მოძალებული და მოქმედ ჩემპიონს ბეჭებზე უპირებს დადებას. "იუვე" იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ყველას აინტერესებს როგორ შედეგებს მიაღწევს ანტონიო კონტეს ფორმაციის "ბიანკონერი". თავად კონტეს ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვარს, სამაგიეროდ, კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გამონახა პრესისთვის დრო და "კორიერე დელო სპორტის" წარმომადგენელს საინტერესო ინტერვიუ მისცა.

- 2 ოქტომბერს "მილანს" ხვდებით, რას ელით ამ მატჩისგან?

- სამ ქულას. გუნდის მიზანი ქულების მოგროვებაა, თუმცა იმის მტკიცებას ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ეს რიგითი მატჩი იქნება. ციდან ჩამოფრენილი არ ვარ, "მილანთან" პრინციპული პაექრობა გველის, რომლის მოგებაც ღირსების საკითხია. მოქმედ ჩემპიონთან გამარჯვება თითოეულ ფეხბურთელს თავდაჯერებულობას შემატებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ეს სამი ქულა სხვანაირად ფასობს.

- თუმცა, ცნობილი ამბავია, რომ თქვენ "ინტერს" უფრო მიიჩნევთ პრინციპულ მეტოქედ, მტრად, "მილანთან" კი უფრო მეგობრული ურთიერთობები გაკავშირებთ.

- მტრობასა და პრინციპულ მეტოქეობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. "იუვენტუსის" და "მილანის" დაპირისპირებას უდიდესი ისტორია და ტრადიცია აქვს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამ ორი გუნდის ჯახი პრინციპულ ხასიათს ატარებს. რაც შეეხება მეორე მილანურ კლუბს, "ინტერი"-"იუვეს" დაპირისპირება კალჩოპოლის ცნობილმა პროცესმა გაამწვავა და ამის უარყოფა შეუძლებელია. თუმცა, მტრობა მაინც გადამეტებულია.

- რა არის საჭირო "მილანთან" მატჩის მოსაგებად?

- მთავარია, ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნონ. ამ შეხვედრაში გული და სული უნდა ჩადონ და ასეთ შემთხვევაში, მოიგებენ კიდეც. გულშემატკივარს სურს მებრძოლი, ენთუზიაზმით აღსავსე "იუვე" იხილოს და მოთამაშეებმა ეს კარგად უნდა გააცნობიერონ. დანარჩენს კონტე გადაწყვეტს, დღეს რამდენიმე ფეხბურთელი ფორმაში არაა, ალბათ იმათ უნდა დავეყრდნოთ, ვინც საუკეთესო კონდიციასთან ახლოსაა.

- რა მოგეწონათ ყველაზე მეტად "კატანიასთან" თამაშში?

- თითქმის არაფერი. საკმაოდ ინერტულად ვირჯებოდით და იყო შანსი, სიცილიიდან სულაც უქულოდ წამოვსულიყავით. ჩემი სურვილია, რომ კონტემ ისეთი გუნდის დაყენება შეძლოს, რომელიც ასეთ პაექრობებში სტაბილურად მოიპოვებს ქულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკუდეტოს მოპოვება წარმოუდგენელი იქნება.

- პირლო "იუვენტუსში" შესანიშნავად თამაშობს, რატომ შეელიენ ასე იოლად მას "მილანელები"?

- ძნელი სათქმელია, ალბათ თავად პირლოს სურდა "იუვენტუსში" გადმოსვლა და "მილანის" მესვეურებმაც თავად ფეხბურთელის სურვილი გაითვალისწინეს. პირლო საოცარი მოთამაშეა, მას ყოველთვის ვაფასებდი და მას შემდეგ, რაც ჩვენთან გადმოვიდა, ათმაგად ვგულშემატკივრობ. ბედნიერი ვარ, რომ "იუვენტუსში" კიდევ უფრო გაიხსნა და უკვე იქცა ტურინელ ტიფოზთა ახალ კუმირად. დასაწყისი მართლაც კარგი გამოუვიდა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.

- "მილანთან" მოახლოვებულ დაპირისპირებას ასე მარტივად ვერ ამოვწურავთ. რომელი ფეხბურთელების ნახვას ისურვებდით სასტარტო შემადგენლობაში?

- ანტონიო კონტეს ბოლომდე ვენდობი და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს. მან უკეთ იცის ვინაა სასურველ ფორმაში და ვის უკეთ შეუძლია "მილანთან" დაპირისპირება. ისე კი, ვფიქრობ, რომ პირლოს სასტარტოში ყოფნა უალტერნატივოა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ანდრეა ბრწყინვალე ფეხბურთელია, შესანიშნავ ფორმაშია და ეს განვლილ პაექრობებში ნათლად დაგვანახვა.

- გჯერათ რომ "იუვენტუსი" სკუდეტოს მოიგებს?

- ჯერ მხოლოდ ჩემპიონატის სტარტია, მთელი პირველობა წინაა და პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა. იმედი მაქვს, ამ დიდ გზაზე ფორტუნა ჩვენს მხარეს იქნება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოვხვდებით. დიახ, ჩვენი მიზანი სამეულში ადგილის მოპოვებაა და თუ უფრო მეტსაც შევწვდით, მაშინ ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება. ისე კი, არასწორი იქნებოდა კონტესთვის პირველივე სეზონში სკუდეტოს მოპოვება დაგვესახა მიზნად, ნებისმიერ მწვრთნელს გარკვეული დრო სჭირდება შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ერთი სიტყვით, სკუდეტოს მოთხოვნა ჯერ ადრეა, მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ პირველობისთვის ვიბრძოლოთ. ალბათ, მაინც ოპტიმისტი ვარ ბუნებით და იმიტომ.

- თავად იმ ფაქტს როგორ შეაფასებთ, რომ ლიგაში გასავლელად სამეულში მოხვედრა გჭირდებათ და არა ოთხეულში, როგორც ეს წინა წლებში იყო...

- ეს მთლიანად იტალიური ფეხბურთის პრობლემაა, რომელიც სასწრაფოდ გამოსწორებას საჭიროებს. ნამდვილად გვაქვს იმ დონის ჩემპიონატი, რომ ლიგაში ოთხი გუნდი გაგვყავდეს და ოთხივე მათგანი წარმატებით ასპარეზობდეს. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ ევროპის ლიგა, რომლის თითოეული შეხვედრა კოეფიციენტების მოსაპოვებლად უნდა გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა რეგრესი გაგრძელდეს და მალე, სხვა ჩემპიონატებსაც ჩამოვრჩეთ.

- რისი იმედი უნდა გვქონდეს ჩემპიონთა ლიგაში, მაშინ როცა იქ "იუვენტუსი" არ თამაშობს?

- იტალიური ფეხბურთისთვის "იუვენტუსის" ლიგაში ვერმოხვედრა დიდი დანაკლისია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენ სიტყვას მომდევნო სეზონში ვიტყვით. ლიგაზე კი უპირველესად ისევ და ისევ მილანური გრანდების იმედი მაქვს. მომწონს "ნაპოლიც", ვალტერ მაძარის ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ეს პირველ ტურში, "მანჩესტერ სიტისთანაც" დაამტკიცა.

- რას ფიქრობთ კვალიარელაზე, შეძლებს ძველი ფორმის დაბრუნებას?

- ვხედავ რა ენთუზიაზმით ვარჯიშობს და თამაშობს, არ შეიძლება ამან შედეგი არ გამოიღოს. "კატანიასთან" ფაბიოს ასპარეზობით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ტრავმამდელი კვალიარელა გამახსენდა და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში კიდევ უკეთესად ათამაშდება.

- ამ ზაფხულს, ჯანლუიჯი ბუფონში დიდძალ თანხას იძლეოდნენ, ერთი წუთითაც არ გიფიქრიათ მისი გაყიდვა?

- რა თქმა უნდა არა. ბუფონის გაყიდვა უდიდესი სისულელე იქნებოდა, რადგან აღებულ თანხას უფრო კანონზომიერად ვერ დავხარჯავდით. ჯიჯი ფასდაუდებელია და თუ ამბიციები გაქვს, მაშინ ის არანაირ ფასად არ უნდა გაყიდო. ამ ზაფხულს, ჩვენი მიზანი გუნდის გაძლიერება გახლდათ და ბუფონის გაყიდვით ყველაფერი წყალში იყრებოდა. მართალია, ლიგაში ვერგასვლით დიდი ფინანსური ზარალი ვნახეთ, მაგრამ "იუვე" ისე არ დაეცემა, ფულის გამო ფეხბურთელებს შეელიოს.

- რას ფიქრობთ კონკურენტებზე?

- ეს კითხვა რამდენჯერმე დამისვეს და ყოველთვის ერთი და იგივეს ვპასუხობ: ჯერ ისიც არ ვიცი, როგორი იქნება მიმდინარე სეზონში "იუვენტუსი" და რისთვის იბრეძოლებს, შესაბამისად, ვერც იმას ვიტყვი, ვისთან მოგვიწევს კონკურენცია. დიდი იმედი მაქვს, რომ ბრძოლას მილანურ გრანდებს და "ნაპოლის" გავუმართავთ; ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს რომაული გუნდები.

- მორატიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც "ინტერის" მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დანიშნა?

- ამას დრო გვიჩვინებს. მხოლოდ შედეგები გასცემს თქვენს კითხვაზე პასუხს.

- დაბოლოს, "იუვენტუსს" ახალი, ულტრათანამედროვე სტადიონი აქვს, ტრიბუნები კი მაინც არ ივსება პირთამდე...

- "იუვეს" წლების განმავლობაში ძალიან არაკომფორტულ სტადიონზე უწევდა თამაში, შედეგად, გულშემატკივრები მატჩების ტელეეთერით ყურებას დაეჩვივნენ. გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ ტიფოზები სტადიონზე მოვიზიდოთ; დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი გამოსწორდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო