"იუვენტუსიდან" კარვალიო ამაურის გადაბირებით "მილანის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი
საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა გუშინ "გაძეტა დელო სპორტმა", რომლის მიხედვითაც კარვალიო ამაურის გადაბირებით "მილანის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი.

ძველი ამბავია, რომ "იუვეს" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ბრაზილიელ-იტალიელის იმედი არ აქვს და მასთან განშორება სურს, მაგრამ ამ საქმეს არა და არ დაადგა საშველი. ამაურით რამდენიმე ევროპული კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ ხან "იუვეს" არ აწყობდა ფორვარდის სანაცვლოდ შეთავაზებული თანხა, ხანაც თავად ფეხბურთელი უარობდა ბევრად უფრო სუსტ გუნდში, ან ლიგაში გადაბარგებას.

ცნობილი ამბავია, რომ ამაურის სანაცვლოდ "გალათასარაი" 15 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ თურქეთში გადასვლაზე თავად ფორვარდმა განაცხადა უარი, რითაც თვით ანილების ოჯახი გაანაწყენა. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს "გაძეტას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია - თუ "მილანს" მართლაც სურს ამაურის გადაბირება და მიზნის მიღწევას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება, წეით, ამ საქმეს წინ ვეღარაფერი უნდა დაუდგეს. რატომ? - მოუსმინეთ თავად ამაურის:

"ჩემთვის მთავარი არა ფული, არამედ სპორტული მოტივაციაა, რადგან ძალიან მინდა იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე ვითამაშო. შესაბამისად, თუ ისეთ გუნდში გადასვლის საშუალება მომეცა, როგორიც "მილანია", ერთი წუთითაც არ დავფიქრდები ისე მოვაწერ კონტრაქტს ხელს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა