ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩემპიონმა წაგებით დაიწყო

ჩემპიონმა წაგებით დაიწყო

ტოკიოში მიმდინარე უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე მერვედფინალისტები გამოვლინდნენ
ქალთა რეიტინგის ლიდერები ამერიკის ღია პირველობის შემდეგ შვებულებიდან გამოვიდნენ და ტოკიოში უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა. გუშინ იქ მერვედფინალისტები გამოვლინდნენ.

ტოკიოს ღია ჩემპიონატი ყოველთვის მიეკუთვნებოდა WTA-ის ტურის მსხვილ ტურნირებს, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მას გასულ წელს მიენიჭა, როცა აზიური სერიის ერთ-ერთ უდიდეს შეჯიბრად გამოაცხადეს. მომავალ კვირას პეკინში გასამართ ტურნირს გაცილებით მეტი საპრიზო ფონდი აქვს და იქ მეტ სარეიტინგო ქულასაც არიგებენ, მაგრამ შემადგენლობები იაპონიისა და ჩინეთის დედაქალაქებში თითქმის თანაბარია.

უფრო სწორად, ასე იყო გასულ წელს, ამჯერად კი ტოკიოს ბევრი ძლიერი ჩოგბურთელი დააკლდა - სერენა და ვენუს უილიამსები, კიმ კლაისტერსი, ნა ლი, ანდრეა პეტკოვიჩი, იანინა ვიკმაიერი, ფრანჩესკა სკიავონე, სვეტლანა კუზნეცოვა, საბინ ლისიცკი... ამის მიზეზი ცნობილი მიწისძვრა და ცუნამია, რასაც ატომური სადგურის აფეთქება მოჰყვა. ჩოგბურთელები რადიაციულმა ფონმა შეაშინა.

განთესილი ჩოგბურთელები მეორე წრიდან ჩაებნენ ბრძოლაში. მათ შორის მსოფლიოს ახალი მეორე ჩოგანი, რუსი მარია შარაპოვა, რომელიც ტაილანდელ ვეტერანს ტამარინე ტანასუგარნს ხვდებოდა.

პირველი სეტის სტარტზე გაკეთებული ბრეიკით რუსმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და სეტი იოლად მოიგო - 6:2. მეორე პარტიის დასაწყისი პირველის ანალოგიური აღმოჩნდა - შარაპოვამ 3:0 წაიყვანა ანგარიში, თუმცა მეტოქეც გააქტიურდა და მომდევნო შვიდი გეიმიდან ხუთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. 5:5-ზე მარიამ აღარ მიიყვანა საქმე ტაი-ბრეიკამდე და ზედიზედ ორი გეიმის აღებით მესამე წრის საგზური მოიპოვა.

პირველ დღეს არც სხვა განთესილ ჩოგბურთელებს ჰქონიათ პრობლემა, თუმცა ზოგიერთს რთული ბრძოლის გადატანა მოუწია რანგით დაბალ მეტოქეებთან. მაგალითად, 26 წლის ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ მეორე სეტი მშრალი ანგარიშით წააგო 21 წლის მასპინძელ აიუმი მორიტასთან, თუმცა პირველ და მესამე სეტებში ერთნაირი ანგარიშით - 6:3 მოიგო და ამის ხარჯზე გააღწია მერვედფინალში.

ჩოგბურთელებმა 5-5 ბრეიკი გააკეთეს, ამასთან, ბარტოლიმ რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა და ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ ჩოგბურთელთა რიგით მეექვსე შეხვედრა და ექვსივეჯერ გამარჯვება ბარტოლის დარჩა.

ყველაზე იოლ გამარჯვებას მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ანა ივანოვიჩმა მიაღწია. სერბმა ექვსჯერ აიღო ავსტრალიელი ანასტასია როდიონოვას მოწოდებაზე გეიმი, თავად კი მხოლოდ ორი ბრეიკი გააკეთებინა მეტოქეს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ერთთსაათიან ბრძოლაში ასეთ ანაგარიშში გამოისახა - 6:4, 6:0 ივანოვიჩის სასარგებლოდ. ანასთვის ერთადერთი სუსტი წერტილი მოწოდება იყო, რადგან ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ერთი ეისი გააკეთა. გუშინ კი ანამ მეორე მატჩიც მოიგო, ოღონდ უფრო მეტი და ენერგია დახარჯა ლორა რობსონის დასამარცხებლად - 7:5, 6:4.

გუშინ, მეორე წრეში მთავარი სენსაცია მოხდა. ალბათ, ყველას ახსოვს ამერიკის ღია პირველობაზე ავსტრალიელი სამანტა სტოსურისა და რუსი მარია კირილენკოს დრამატული მატჩი ისტორიული ტაი-ბრეიკით, რომელიც კირილენკომ მოიგო - 17:15, მაგრამ შეხვედრა ავსტრალიელს სასარგებლოდ დასრულდა.

სამანტა ამერიკის ღიაზე ტრიუმფის შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა. წელს "დიდი სლემის" ტურნირის მოგება და შემდეგ წარმატების განვრცობა პრობლემა გახდა - ნა ლი და პეტრა კვიტოვა შესაბამისად როლან გაროსისა და უიმბლდონის მოგების შემდეგ კრიზისს განიცდიან. როგორც ჩანს, ახლა სტოსურის ჯერია.

ავსტრალიელმა შეხვედრა არასტაბილურად დაიწყო. დრო და დრო ლამაზი დარტყმები გამოდიოდა, მაგრამ საერთო ჯამში, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. კირილენკო კი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, საჭირო დროს თამაშს ამწვავებდა და 2:2-ის შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო.

მეორე პარტიის საწყისი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. რუსი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა პირველი მოწოდებისას და საკუთარ გეიმებში თითო გათამაშებას თმობდა. ხოლო, როცა მეტოქის მოწოდება აიღო და მატჩის ორი სეტში მოგების რეალური შანსი გაუჩნდა, ანერვიულდა, 40:15-დან ზედიზედ ორი საკუთარი გეიმი დათმო და სეტი 4:6 წააგო.

სტოსურს თითქოს ფრთები შეასხა ამ წარმატებამ, მაგრამ სტაბილურად მაღალი დონე ვერ შეინარჩუნა. კირილენკო კი არ დანებდა, თავის შანსს ეძებდა და ბოლოს გაუმართლა კიდეც. მეხუთე გეიმში რუსმა ბრეიკი გააკეთა, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა მესამე სეტში - 6:2, 4:6, 6:4.

რუსი ჩოგბურთელის მონაწილეობით კიდევ ერთ მატჩში დაფიქსირდა მოულოდნელი შედეგი. ანასტასია პავლიუჩენკოვამ მეორე სეტის ბოლოს რამდენიმე მატჩბოლის მოგერიება შეძლო ამერიკელი ვანია კინგის წინააღმდეგ, მაგრამ ვერც პარტია და ვერც მატჩი ვერ გადაარჩინა - 4:6, 6:7(6). კინგი მერვედფინალში პეტრა კვიტოვას შეხვდება, რომელიც უიმბლდონის შემდეგ პირველად ეცდება ზედიზედ ორი მატჩის მოგებას.

სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ კაროლინ ვოზნიაცკისა და აგნიეშკა რადვანსკას გამარჯვებებს. მსოფლიოს პირველ ჩოგანმა ტოკიოში ტიტულის დაცვა იარმილა გაიდოშოვასთან მატჩით დაიწყო. პირველი სეტის იოლად მოგების შემდეგ კაროლინამ მეორე პარტიაში მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. მაგრამ წაგების ზღვარზე მისული გაიდოშოვა დამაჯერებლად ათამაშდა, ვოზნიაცკიმ კი პირიქით, შეცდომების დაშვება დაიწყო. ორმაგი მატჩბოლის მოგერიების შემდეგ გაიდოშოვამ ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, სადაც იღბალი მის მხარეზე იყო.

მესამე სეტში ჩოგბურთელები დიდი ხანი თანაბრად მიდიოდნენ, მაგრამ 3:4-ზე იარმილამ თავისი გეიმი ჩააგდო, ხოლო მიღებაზე სამი მატჩბოლის მოგერიება ვეღარ შეძლო. ვოზნიაცკი შემდეგ მატჩს კაია კანეპის წინააღმდეგ ჩაატარებს.

რაც შეეხება რადვანსკას, მან რევანში აუღო ანჟელიკ კერბერს ამერიკის ღია პირველობაზე მარცხისთვის. პოლონელმა სამ სეტში გამარჯვება მოახერხა და მერვედფინალში სეროიზული მეტოქე ელოდება ელენა იანკოვიჩის სახით.

WTA

Toray Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

I წრე

ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 11)-არანჩა რუსი (ჰოლ) 6:4, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-მისაკი დოი (იაპ) - 6:1, 6:1; კაია კანეპი (ესტ)-ფლავია პენეტა (იტა, 15) 3:6, 6:4, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ, 12)-ანასტასია როდინოვა (ავსტრა) 6:4, 6:0; მარია კირილენკო (რუს)-ერიკა სემა (იაპ) 6:1, 6:0; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-ანასტასია იაკიმოვა (ბლრ) 6:2, 6:4.

II წრე

მარიონ ბარტოლი (საფ, 7)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:3, 0:6, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ტამარინე ტანასუგარნი (ტაილ) 6:2, 7:5; ელენა იანკოვიჩი (სერ, 8)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:4, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-ირინა ბეგუ (რუმ) 6:1, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 3:6, 6:3, 6:3; ვანია კინგი (აშშ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 11) 6:4, 7:6(6); პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-მენდი მინელა (ლუქ) 6:2, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 12)-ლორა რობსონი (ბრიტ) 7:5, 6:4; ვერა ზვონარევა (რუს, 4)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 7:5, 6:0; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 14) 6:4, 6:2; მარია კირილენკო (რუს)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 6) 6:2, 4:6, 6:4; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:1, 6:7(4), 6:3.

1/8 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-კანეპი; ა. რადვანსკა (9)-იანკოვიჩი (8); აზარენკა (3)-ზაკოპალოვა; პენგი (10)-ბარტოლი (7); კირილენკო-ივანოვიჩი (12); ბენეშოვა-ზვონარევა (4); კვიტოვა (6)-კინგი; გორჯესი (13)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია