გუშინ თელავში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე ერთეულებში ძირითადი ბადის ოცდათორმეტივე მონაწილე გამოვლინდა
გუშინ თელავში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 000$) საბოლოოდ გამოვლინდა ერთეულებში ძირითადი ბადის ოცდათორმეტივე მონაწილე.

ქართველთაგან მთავარი პრიზისთვის სოფიო შაფათავა, მარგალიტა ჩახნაშვილი (იგი მე-6 ნომრადაა განთესილი), თათია მიქაძე და ეკატერინე გორგოძე იბრძოლებენ.

სამმა მათგანმა წყვილებში უკვე მოსინჯა ძალები. მიქაძისა და შაფათავას დუეტმა ჯულია კოენისა (აშშ) და ვერონიკა კაპშაის (უკრაინა) საკმაოდ ძლიერ წყვილს (ტურნირის მე-3 ნომერი) აჯობა - 7:5, 6:1. გორგოძე იტალიელ ანასტასია გრიმალსკასთან ერთად თამაშობს.

პირველ წრეში მათ რუსები - ალექსანდრა არტამონოვა და პოლინა მონოვა დაამარცხეს - 7:5, 6:3. დანარჩენი პაექრობები ასე დასრულდა: იონა-რალუკა ოლარუ (რუმინეთი), ლესია ცურენკო (უკრაინა)-იანა კეპელოვა, ზუზანა ლუკნაროვა (ორივე-სლოვაკეთი) - 6:1, 7:5, ირინა ბურიაჩოკი (უკრაინა), რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი)-ნათელა ძალამიძე (რუსეთი), ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა) - 6:4, 6:1, კორინა დენტონი (იტალია), მელანი კლაფნერი (ავსტრია)-ნათია გეგია, ანა ჯიქია (ორივე-საქართველო) - 6:0, 6:0, ანდრეა კოჩ-ბენვენუტო (ჩილე), პოლინა პეხოვა (ბელარუსი)-თეონა ტატიშვილი, მარგალიტა ციცაშვილი (ორივე-საქართველო) - 6:0, 6:0.

ერთეულთა თანრიგში პირველი წრის მხოლოდ სამი შეხვედრა ჩატარდა: ელინა სვიტოლინა (უკრაინა)-ნიკოლა ჰოფმანოვა (ავსტრია) - 6:4, 1:6, 6:2, ირინა ხრომაჩევა (რუსეთი)-რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი) - 6:3, 6:4, ალექსანდრა პანოვა (რუსეთი)-მაშა ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია) - 6:4, 6:3.

პირველი წრის დანარჩენი ორთაბრძოლები დღეს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა