შავი ზღვის თასის პირველი გათამაშება თბილისში 24 აგვისტოს დაიწყება. ტურნირზე სამ უცხოურ გუნდს სამი ქართული გუნდი დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის "ლელო" შეჯიბრებისთვის მზადებას უკვე შეუდგა...

შავი ზღვის თასის პირველი გათამაშება თბილისში 24 აგვისტოს დაიწყება. ტურნირზე სამ უცხოურ გუნდს სამი ქართული გუნდი დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის "ლელო" შეჯიბრებისთვის მზადებას უკვე შეუდგა.

ლელოელები ჯერ ბორჯომის ხეობაში, ახალდაბაში შეიკრიბნენ და ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დაუთმეს. ამჟამად კი გუნდი მცხეთაში დაბანაკდა და საგურამოს საფეხბურთო ბაზაზე ვარჯიშობს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის განკარგულებაში 30 მორაგბეა. ამათგან რვა "ლელოს" გასაძლიერებლად საქართველოს სხვადასხვა გუნდიდან მიწვეული მორაგბეა, რისი ნებართვაც საქართველოს რაგბის კავშირმა IღB-დან ოფიციალურად აიღო.

"ლელო" საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ ხუთმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. ყველა მათგანმა კარიერის გაგრძელება საფრანგეთში არჩია. ამასთან, ტრავმების გამო გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარებიან ეროვნული ნაკრების წევრები, მგეზავი ლაშა ხმალაძე და გარემარბი ალექსანდრე თოდუა. სხვა გუნდებიდან მოთამაშეების დამატებაც ამიტომ გახდა საჭირო.

ესენი არიან: ლაშა ბაირამაშვილი (თსუ\ლომები), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი), თორნიკე ლომიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, გელა შალამბერიძე (სამივე- აია), კარლენ ასეიშვილი, შალვა მამუკაშვილი (ორივე-ვისოლი\ყოჩები) და მიხეილ გაჩეჩილაძე (აკადემია).

პირველ მატჩს "ლელო" უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ოდესის "კრედო 63"-თან 24 აგვისტოს გამართავს.

თბილისის ლელო

შერკინება: გიორგი სანიკიძე, ირაკლი ჭყონია, მიხეილ სუჯაშვილი, კარლენ ასეიშვილი, შალვა მამუკაშვილი, თორნიკე ლომიძე, ზაზა აზალაძე, ზურაბ ხორბალაძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, გელა შალამბერიძე, ვახტანგ მძინარიშვილი, დავით დაუშვილი, ბექა სარდანაშვილი, ილია მაისურაძე, ზვიად მაისურაძე, გიორგი ჭყოიძე.

უკანა ხაზი: გიორგი კაჭარავა, ბექა თოფურია, უჩა მჭედლიშვილი, გიორგი ლომინაძე, ალექსანდრე მანჯავიძე, გიგა კორკელია, ირაკლი ჩხიკვაძე, გოდერძი ჯოგლიძე, ზურაბ ზაალიშვილი, თორნიკე ცერცვაძე, ლექსო გუგავა, ირაკლი ყიასაშვილი, ნონო ანდღულაძე.

შავი ზღვის თასი

24 აგვისტო

ლელო-კრედო 63, ლოკომოტივი-არადი,

28 აგვისტო

ბათუმი XV -არადი, ბუქარესტი-კრედო 63

1 სექტემბერი

ბათუმი XV-ლოკომოტივი, ლელო-ბუქარესტი

4 სექტემბერი

მცირე ფინალები

V ადგილისთვის

III ადგილისთვის

5 სექტემბერი

ფინალი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა