აუგსბურგულ გაზეთში გამოქვეყნდა აკაკი გოგიას ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშებს
აკაკი გოგია

დაიბადა 1992 წლის 18 იანვარს რუსთავში

სიმაღლე 178 სმ

გერმანიის მოქალაქე

პოზიცია - ნახევარმცველი

სატრანსფერო ფასი - 400 000 ათასი ევრო

კლუბი: "აუგსბურგი" (ბუნდესლიგა)

საკლუბო კარიერა

ახალგაზრდული შემადგენლობები:

1998-2004 "ჰანოვერ 96"

2004-2011 "ვოლფსბურგი"

მთავარი გუნდები:

2009-2011 - "ვოლფსბურგი" - 9 (0)

2011 - "აუგსბურგი" - 7 (0)

სანაკრებო კარიერა:

თ. გ.

გერმანია U 20 0 0

გერმანია U19 3 1

გერმანია U18 4 0

მარტის დასაწყისში ვწერდით, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გუნდის გაძლიერებას სხვა ქვეყნების მოქალაქე ქართველების დამატებით აპირებდა.

ლაპარაკი იყო ბუნდესლიგელი "ვოლფსბურგის" შემტევ ნახევარმცველ აკაკი გოგიასა და რუსული პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველ გია გრიგალავაზე.

გრიგალავას ამბავი დრომ დაადასტურა, თემურ ქეცბაიამ იგი ნაკრებში მიიწვია და სპლიტში ხორვატიასთან სადებიუტო შეხვედაც ჩაატარა. როგორც ამბობენ, რუსეთის მოქალაქეს, ამ ქვეყნის 17-19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილ წევრს ნიჟნინოვგოროდულ კლუბში პრობლემები ამის გამოც შეექმნა.

19 წლის გოგიას საქმე უფრო რთულად იყო. რუსთავში დაბადებული და გაზრდილი აკაკი 11 წლისა იყო, როდესაც მისი ოჯახი გერმანიაში წავიდა. გერმანელებმა გაზარდეს, "მგლებში" 2006 წლიდან თამაშობდა და ჯერ "ვოლფსბურგის" 17-წლამდელთა გუნდში აიყვანეს, შემდეგ კი 19-წლამდელებში, სადაც გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა - 19 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

აკაკი გერმანიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 18, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, სხვათა შორის, 19-წლამდელების ფორმა პირველად 16 წლისამ მოირგო.

სწორედ ამ დროს დაინტერესდნენ მისით საქართველოს 19-წლამდელთა და ახალაზრდული ნაკრებების ხელმძღვანელები, თუმცა აკაკი გერმანიის ნაკრებში მიიწვიეს და ითამაშა კიდეც.

გოგიას სატრანსფერო უფლებები "ვოლფსბურგს" ეკუთვნის. გასულ სეზონში ბუნდესლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფებოდა და გერმანიის თასიდან გავარდა.

24 დეკემბერს "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელებმა (მენეჯერი დიტერ ჰიონესი იყო) ახალგაზრდების დაწინაურება გადაწყვიტეს და სხვებთან ერთად საბუნდესლიგო განაცხადში 19 წლის აკაკიც შეიყვანეს, გაზაფხულზე კი კონტრაქტი 2015 წლამდე გაუხანგრძლივეს.

"მან მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, უყოყმანოდ მივიწვევდი სათადარიგოთა შორის", - ეს სიტყვები "ვოლფსბურგის" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ინგლისელმა სტივ მაკლარენმა გოგიას შესახებ თქვა.

მაგრამ აპრილის დასაწყისში, პირველი ბუნდესლიგის საგზურის განაღდებიდან რამდენიმე დღეში, "აუგსბურგმა" "ვოლფსბურგის" ფეხბურთელი ორწლიანი იჯარით გადაიბირა.

"აკაკი გოგია ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მიხარია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენთან ითამაშებს." - ეს "აუგსბურგის" მთავარი მწვრთნელის, იოს ლუჰუკაის სიტყვებია.

გუნდის მენეჯერმა ანდრეას რეტიგმა კი თქვა, გოგიას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ძალიან მოგვწონს, ჩვენთან სათამაშო პრაქტიკა ექნება, რაც ზრდაში უფრო შეუწყობს ხელსო.

ჩვენი ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა გოგიას გადმობირების მცირე იმედს მაინც იტოვებდა, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის მიუხედავად, მას საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლისა და მეორე ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება მაინც ჰქონდა. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ მარტში, ავსტრიის საერთაშორისო ტურნირამდე ოთარ გაბელიამ აკაკი ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ სიაში შეიყვანა, მაგრამ გოგიამ ტაქტიანად თქვა უარი.

" ავსტრიის ოთხთა ტურნირზე გამგზავრების წინ ოთარ გაბელიამ ნაკრებში ოფიციალურად მიიწვია გერმანული "ვოლსფსბურგის" ფეხბურთელი აკაკი გოგია. საპასუხოდ სფფ-ში მოვიდა გოგიას წერილი, სადაც ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს" - იუწყებოდა სფფ-ის პრესსამსახური.

"ქალბატონებო და ბატონებო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში თამაში არ შემიძლია, რადგან ამჟამად გერმანიის ნაკრების წევრი ვარ. იმედია, გამიგებთ. მეგობრული მოკითხვით, აკაკი გოგია" - ასეთი გახლდათ წერილი.

თუმცა ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეიძემ განაცხადა, რომ ფედერაცია გააგრძელებს მუშაობას, გოგიამ საქართველოს ნაკრებში სამომავლოდ მაინც რომ ითამაშოსო. საამისო ერთადერთ შანსად მისი ქეცბაიას ნაკრებში გამოძახება რჩებოდა.

აგვისტოში "აუგსბურგის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინებოდა, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრებში 10 აგვისტოს ლუქსემბურგის გუნდის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში მიიწვიეს, მაგრამ გოგიას არ უთამაშია. ამასობაში კი აკაკის ბუნდესლიგური დებიუტი შედგა, სულ მიმდინარე სეზონში "აუგსბურგში" შვიდჯერ ითამაშა. გოგიას საქართველოს ნაკრებში თამაშის იმედი კი საბოლოოდ გადაიწურა.

ამ ყველაფრის შემდეგ ერთობ მოულოდნელი იყო ინფორმაცია, რომელიც გერმანელმა პარტნიორმა, ვებგვერდ "ცისოკერის" რედაქტორმა მირონ გოიხმანმა მოგვაწოდა:

"ვფიქრობ, ქართველ მკითხველს დააინტერესებს ეს სიახლე: ორიოდე დღის წინ აუგსბურგულ გაზეთში გამოქვეყნდა აკაკი გოგიას ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშებს" - გვაცნობა გოიხმანმა.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბში გოიხმანის სიტყვები დაგვიდასტურეს - მართალია, გოგიას 11 ოქტომბრის საბერძნეთთან მატჩისთვის არ მიიწვევენ, რადგან ჯერ საქართველოს მოქალაქობა უნდა დაიბრუნოს, მაგრამ ეს ამბავი გადაწყვეტილიაო. თემურ ქეცბაია თურმე თავად დაელაპარაკა აკაკისა და მისი ოჯახის წევრებს და საქართველოს ნაკრებში თამაშზე დაითანხმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koba
2019
Mentalitet
ხაილ!! ხაილ!! ხაილ!!.
GIA
ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა. ჩვენი ახალი გუნდის შენება უნდა დავიწყოთ და გოგიას მონაწილეობა ამ მშენებლობაში დიდი შენაძენია.
zura
გერმანიის ფიზიკაგამოვლილი და ქართული ტექნიკის მქონე ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება. და ისედაც, საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი !
gio73
წარმატებებს გისურვებ ენდი(აკაკი),კარგი კაცის კარგად გაზრდილი შვილი ხარ და შენგან მხოლოდ კარგს ველოდები,ბევრჯერ გაგეხარებინოს ჩვენი,ქართველი გულშემატკივრების გულები.
nino barca
გიოს: ეხლა რა კომენტარი დაწერე ვერ გავიგე? ხო თქვა ინტერვიუში რომ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში. იმ ეტაპისთვის თუ არ უნდოდა მისი საქმეა. ყოველ შემთხვევაში მიხარია რომ ასე გადაწყვიტა. მაგის თამაში მაქვს ნანახი, სადღაც სამჯერ და ნამდივლად კარგი ფეხბურთელია სწრაფი და ტექნიკური და რაც ყველაზე კაია ფეხზე ძლიერად დგას.
gio73
"გოგიას ნაკრებში არ უნდა თამაში" და "ამ ეტაპზე არ შემიძლია"-ს შორის ვინც განსხვავებას ვერ ხედავს,მან თავი შეიკავოს სისულელეების წერისგან;მეორეც:რამდენი წელია იგი გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს და ამ წლის მარტში შენიშნეს?!იგი ახალგაზრდა პროფესიონალია და სერიოზული მიდგომა სჭირდება,მისი მომავლის ხელის შეშლის უფლება არავის არა აქვს!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა