"პომების" მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა რუმინეთთან მატჩში საჯარიმოს დარტყმის წინ ორჯერ შეცვალა ბურთი, რაც წესების უხეში დარღვევაა
ინგლისის ნაკრები შესაძლოა დაისაჯოს. "პომებისა" და რუმინეთის ნაკრების დაპირისპირებისას, ინგლისელთა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა საჯარიმოს დარტყმის წინ ორჯერ შეცვალა ბურთი, რაც თამაშის წესების უხეში დარღვევაა.

IRB-ს თამაშის წესების 9.8.1 მუხლის მიხედვით, დამრტყმელმა საჯარიმო და გარდასახვა იმავე ბურთით უნდა დაარტყას, რომლითაც იმ მომენტში თამაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ შესვენებისას მატჩის კომისარმა ინგლისელები მკაცრად გააფრთხილა აღნიშნულის შესახებ, ვილკინსონმა იგივე დარღვევა კიდევ ერთხელ გაიმეორა.

"ერთ-ერთი ბურთი ოდნავ მცირე ზომის იყო და "ვილკოს" სწორედ ამიტომ სურდა მისი გამოცვლა. ასეთი ფაქტები იშვიათად ნამდვილად არ ხდება" - თქვა "პომების" მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა.

მიუხედავად დიდი მცდელობისა, როგორც ჩანს ინგლისის ნაკრები საჯარიმო სანქციებს ვერ გადაურჩება.

"ჩვენ ყველა დეტალს დაწვრილებით განვიხილავთ, ყველას ყურადღებით მოვუსმენთ, თუმცა ვეჭვობ, ორგანიზატორებს დაეშვათ შეუსაბამო ზომისა და ფორმის ბურთით თამაში" - თქვა სადისციპლინო კომიტეტის პრესმდივანმა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა ერთი სიტყვიერი გაფრთხილება უკვე მიიღეს, იმის გამო, რომ პირველ მატჩში არგენტინის ნაკრებთან მათ კვართებს ნომრები აძვრა.

სადისციპლინო კომიტეტი ინგლისის ნაკრების საკითხთან ერთად რუსეთის ნაკრების შერკინების კვაჭის, ვალერი ცნობილაძის დასჯის შესახებაც იმსჯელებს. ცნობილაძემ რუსეთისა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირებისას მეტოქის მოთამაშეს თავი ჩაარტყა. ის, სავარაუდოდ, მომდევნო მატჩს გამოტოვებს, რომელშიც რუსები ავსტრალიის ეროვნულ გუნდს ეთამაშებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა