„ბაიერნის“ ბრაზილიელი მცველის კამერა 24 კვადრატული მეტრია და ოთხი კაცისთვისაა განკუთვნილი...
მაინც რა მოხდა იმ ღამეს, როცა „ბაიერნის“ ბრაზილიელი მცველის, ბრენოს ვილა (გრიუნვალდში) დაიფერფლა? ამ შემთხვევის შემდეგ 9 დღე გავიდა, გამოძიება მიმდინარეობს, 21 წლის მცველი კი ციხეში ზის.

შეგახსენებთ, რომ თავიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ბრენო სადაზღვევო კომპანიის გაბითურებას ცდილობდა, ახლა კი ახალი დეტალები ირკვევა. გუშინწინ გაირკვა, რომ სანამ მიუნხენური გრანდის ახალგაზრდა ფეხბურთელის ვილას ცეცხლი წაეკიდებოდა, სახლში სერიოზული სკანდალი მოხდა.

„ბილდის“ ინფორმაციით, ჩხუბის შემდეგ ფეხბურთელის ცოლი რენატა, სამი შვილი და კიდევ ერთი ბრაზილიელი სტუმარი, რომელიც ვილაში დროებით იმყოფებოდა, სახლიდან გაიქცნენ და ფეხბურთელი მარტო დატოვეს. „ზუდდოიჩე ცაითუნგი“ იტყობინება, რომ როცა ცეცხლმოკიდებულ სახლში პოლიციისა და სამაშველო რაზმის პერსონალი შევიდა, გაოგნებულ ბრენოს მათთვის უკითხავს, რა ხდება, ხომ არ მაპატიმრებთო. იმ დროს ბრენო მთვრალი იყო.

ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, რომ ბრენოს ფინანსური პრობლემები აქვს. რაკი ბრაზილიელი რამდენიმე თვეა, ტრავმირებულია, სრულ ხელფასს ვეღარ იღებს და ახლა მისი შემოსავალი ყოველთვიურად 5 786 ევროს შეადგენს. გაირკვა ისიც, რომ ბრენოს სამედიცინო დაზღვევა არ აქვს, რის გამოც მკურნალობის ხარჯებს თავად იხდის. გამოძიებამ გადამწვარ ვილაში ვერ აღმოაჩინა ცეცხლის სპეციალურად წაკიდების მტკიცებულებები და დიდი შანსია, რომ ბრენო მალე გაათავისუფლონ.

მეხუთე დღეა, რაც ბრაზილიელი ციხეში ზის. მისი კამერა 24 კვადრატული მეტრია და ოთხი კაცისთვისაა განკუთვნილი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა