ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლებისა და მოთამაშეთა პროფკავშირის მორიგი შეხვედრა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლებისა და მოთამაშეთა პროფკავშირის მორიგი შეხვედრა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა. მხარეებმა მოლაპარაკების მომდევნო დღეს გაგრძელება გადაწყვიტეს - იტყობინება CBS Sports.

პროფკავშირების პრეზიდენტის დერეკ ფიშერის თქმით, არანაირი ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა, სამაგიეროდ, მხარეებმა იდეები და კონცეპცია განიხილეს.

შეხვედრას არ ესწრებოდა მოთამაშეთა პროფკავშირის ეკონომისტი კევინ მერფი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის დღევანდელ სხდომაზე იქნება. მისი თანხმობა გადამწყვეტი იქნება ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე შეთანხმების მისაღწევად.

თავის მხრივ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი დევიდ სტერნი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ მხრივ, თუ რა მიმართულებით იმოძრავებენ მხარეები მომავალი მოლაპარაკებების დროს.

მოგვიანებით Yahoo! Sports-მა გუშინდელი შეხვედრის დეტალები გაარკვია. კლუბების მფლობელებმა მკაფიოდ დაადასტურეს საკუთარი პოზიცია ხელფასის მაქსიმალური ლიმიტის შესახებ. ისინი ითხოვენ გუნდების უფრო მკაცრად დასჯას იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ სახელფასო ზღვარს გადააჭარბებენ.

გარდა ამისა, მხარეებს არ შეუცვლიათ საკუთარი პოზიციები მოგების გადანაწილების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მოთამაშეები საერთო მოგების 57 პროცენტს იღებენ, კლუბების მფლობელებს კი სურთ ამ თანხის სანახევრად გაყოფა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა