თელავის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე ოთხი ქართველიდან გუშინ სამმა ძალები მოსინჯა
თელავში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 50 000 ამერიკული დოლარია.

ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში ოთხი ქართველიდან გუშინ ძალები სამმა მოსინჯა. სოფიო შაფათავას დაძაბული პაექრობა ჰქონდა მე-8 ნომრად განთესილ კორინა დენტონისთან (იტალია).

პირველი სეტი სტუმარმა 6:4 მოიგო, მეორეში შაფათავამ იყოჩაღა - 6:3, მესამე ხელი უფრო დაძაბული გამოდგა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა აქაც 7:5 აჯობა მეტოქეს. მეორე წრეში იგი უკრაინელი ვერონიკა კაპშაის მძლეველ (6:0, 6:3) ჯულია კოენს (აშშ) დაუპირისპირდება. წარმატებას მიაღწია შეჯიბრებაზე "ველური ბარათით" დაშვებულმა თათია მიქაძემ - ჩვენებურმა ორ სეტში დაჯაბნა ავსტრიელი მელანი კლაფნერი - 6:4, 6:4. მომდევნო ეტაპზე იგი სლოვაკ იანა გეპელოვას შეხვდება.

ამ უკანასკნელმა გუშინ მეორე ნომრად განთესილი ანასტასია პივოვაროვა (რუსეთი) ჩამოიცილა გზიდან 6:7, 6:2, 6:2. შეჯიბრებას გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე. მართალია, მან მეორე ხელი მოუგო ხორვატ ანი მაიაჩიკას, მაგრამ პირველსა (4:6) და მესამე სეტში (2:6) სტუმარს დანებდა. მარგალიტა ჩახნაშვილი (6) დღეს ითამაშებს ირინა ბურიაჩოკთან (უკრაინა), ხოლო ნატალი პიკუონი (საფრანგეთი) ელიზავეტა იანჩუკს (უკრაინა) შეხვდება.

ერთეულთა დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: ალექსანდრე კადანტუ (რუმინეთი)-ჟასმინა ტინჯითი (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 6:4, 6:2, ელინა სვიტოლინა (უკრაინა)-ნიკოლა ჰოფმანოვა (ავსტრია) - 6:4, 1:6, 6:2, ლესია ცურენკო (უკრაინა)-ანდრეა კოჩ-ბენვენუტო (ჩილე) 7:5, 7:6, ირინა ხრომაჩევა (რუსეთი)-რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი) 6:3, 6:4, კაგლა ბუიუკაკაი (თურქეთი)-ელენა ბოგდანი (რუმინეთი, 7) 2:6, 6:3, 6:1, მიხაელა ბუზარნესკუ (რუმინეთი, 5)-ანასტასია გრიმალსკა (იტალია) 6:1, 6:3, ლინა სტანკუიტე (ლიტვა)-ალექსანდრე არტამონოვა (რუსეთი) 6:1, 6:4, ალექსანდრა პანოვა (რუსეთი, 4)-მაშა ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია) 6:4, 6:3.

წყვილები: ბოგდანი (რუმინეთი), ბუზარნესკუ (რუმინეთი)-ბუიუკაკაი (თურქეთი), ჰოფმანოვა (ავსტრია) 6:2, 6:4, მაიაჩიკა (ხორვატია), ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია)-სვიტულინა (უკრაინა), ზანევსკა (უკრაინა) 7:5, 6:4, ბურიაჩოკი (უკრაინა), იანი (უნგრეთი)-ძალამიძე (რუსეთი), იანჩუკი (უკრაინა) 6:4, 6:1.

მეოთხედფინალში ითამაშებენ: ბოგდანი, ბუზარნესკუ - კოჩ-ბენვენუტო, პეხოვა; მიქაძე, შაფათავა - დენტონი, კლაფნერი; მაიაჩიკა, ზეკ-პესკირიჩი - ბურიაჩოკი, იანი; გოგვაძე, გრიმალსკა - ოლარუ, ცურენკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა