მარტვილელთათვის განმეორებითი თამაშის წინ ორბურთიანი ჰანდიკაპი სერიოზული უპირატესობაა, თუმცა არც "სპარტაკია" უშანსოდ
28.09.მარტვილი. ცენტრალური. 600მაყურებელი

მერანი-სპარტაკი 2:0

1:0 ამბროლაძე (11) , ე.გრიგალაშვილი (54)

მერანი(4-1-3-2) სპარტაკი(4-3-2-1)

შეროზია ძაგანია

კაკუშაძე ციმაკურიძე

ჟვანია ტეტუნაშვილი

იობაშვილი დ.ლომაია

სუხიაშილი ბოიომო

დიდავა თ.შონია

მემარნიშვილი თიბილაშვილი

ე.გრიგალაშვილი ვ.კილასონია

ჩალაძე შალამბერიძე

ამბროლაძე ნ.მაისურაძე

ტაპე ზ.მეტრეველი

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ა.ჩხაბერიძე ვ.ხაჩიძე

მერანი

58.ე.გრიგალაშვილი-ჭაფოძე

76.ამბროლაძე-სამადაშვილი

81.ტაპე-ქამუშაძე

სათადარიგოები: ტორაძე,შალიკაშვილი,იატრო,შენგელია

სპარტაკი

35.თ.შონია- რუხაძე

55.რუხაძე-ბუზალაძე

68.ვ.კილასონია-მამუჩიშვილი

სათადარიგოები: დაუშვილი, ბურძენაძე,დეკანოიძე,ქანთარია

გაფრთხილება:ბოიომო (26), ვ.კილასონია (68), ციმაკურიძე (77)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი (თბილისი)

მეტოქეებმა თავიდანვე დაბალ ტემპში დაიწყეს თამაში, თუმცა, როგორც ყოველთვის, სხვებზე სწრაფად სუხიაშვილი მოძრაობდა და თამაშში ხალისიც შეჰქონდა. გოლი კი მე-11 წუთზე გიგა ამბროლაძემ გაიტანა, ის, ფაქტობრივად, ერთი-ერთზე დარჩა მეკარესთან და მახვილი კუთხიდან შანსი არ დაუტოვა ძაგანიას.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე საჯარიმოს მისადგომებთან მასპინძელთა მცველები რუხაძეს ეუხეშნენ, ჯარიმა მანვე შეასრულა და მხოლოდ ძელს გამორჩა. საპასუხო შეტევისას ჩინებულად ითამაშა ამბროლაძემ, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან მოატყუა სამი მცველი და გადააწოდა ტაპეს, რომლის დარტყმული ბურთი ციმაკურიძეს მოხვდა და კარს გადასცდა. რამდენიმე წუთში მერანელებმა მაინც გაიტანეს, გოლი ელგუჯა გრიგალაშვილმა მიითვალა.

ამის შემდეგ სტუმრებიც გააქტიურდნენ და ჯერ შეროზიამ თიბილაშვილის შორეული დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი, 61-ე წუთზე მეტრეველსა და კილასონიას ჰქონდათ რეალური საგოლე შანსი. მეტად დამაჯერებელი იყო მარტვილელთა ახალგაზრდა მეკარე ჯონი შეროზია, რომელიც ბოლოხანს სტაბილურად თამაშობს.

აღსანიშნავია შეცვლაზე შესული ჭაფოძის აქტიურობაც, მან რამდენჯერმე გაამძაფრა თანაგუნდელების შეტევა. ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდებს ბოლო წუთებში შეეძლოთ გატანა, მაგალითად,მამუჩაშვილმა 90-ე წუთზე ძელს გაარტყა ბურთი.

განმეორებითი თამაშის წინ "მერანისთვის "ორბურთიანი ჰანდიკაპი სერიოზული უპირატესობაა , თუმც არც "სპარტაკია" უშანსოდ.

ბესიკ გვაზავა მარტვილიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა