17-წლამდელთა ნაკრები მოლდოვიდან დაბრუნდა, სადაც წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მოლდოვიდან დაბრუნდა, სადაც წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, ჩვენებმა მოლდოვაში ბულგარეთსა და მასპინძლებს, შესაბამისად, 3:2 და 2:1 სძლიეს, რითაც ელიტრაუნდში გასვლა დაიბევეს, ბოლო, არაფრისმომცემ შეხვედრაში კი შვედეთთან 0:2 დამარცხდნენ.

გთავაზობთ ინტერვიუს გუნდის მთავარ მწვრთნელ ვასილ მაისურაძესთან.

- უპირველესად, გილოცავთ წარმატებას. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური დამაჯერებლად მოიპოვა. ახლა უშუალოდ თქვენი შთაბეჭდილებებია საინტერესო.

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. გვქონდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ეს ბარიერი მართლაც დამაჯერებლად გადავლახეთ.

- მოკლედ გავიხსენოთ სამივე მატჩი.

- ბულგარეთთან შეხვედრას არცთუ საუკეთესო კონდიციებით შევხვდით, რადგან აკლიმატიზაცია ბოლომდე გავლილი არ გვქონდა, თან დილით ადრიანად სტადიონამდე დაახლოებით 90 კილომეტრი ვიმგზავრეთ. საბედნიეროდ, ყველა ეს პრობლემა დავძლიეთ და დიდი ბრძოლის ხარჯზე ბულგარეთი დავამარცხეთ. პირველი გოლი მეტოქემ გაიტანა, მაგრამ ბიჭებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და თამაშის ბედი სათავისოდ შეატრიალეს. უსიამოვნო ის იყო, რომ ერთი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით, რამაც ჩვენი ეს სისუსტე კიდევ ერთხელ გაგვახსენა.

მოლდოვას საგრძნობლად ვაჯობეთ, მაგრამ ეს ანგარიშში მაინცდამაინც არ ასახულა. ორი ბურთით დავწინაურდით, მაგრამ მასპინძლებს თამაშის გადარჩენის შანსი ისევ ჩვენი შეცდომებით მიეცათ. მოლდოველებმა ერთი ბურთი გაგვიტანეს და, საბედნიეროდ, მეტი ვეღარ შეძლეს. გარკვეულწილად გაგვიმართლა კიდეც, რადგან მასპინძლებმა პენალტი ძელს გაარტყეს.

თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე დიდი ტერიტორიული უპირატესობა შვედეთთან გვქონდა და მეტოქეს ორი გოლი ვაჩუქეთ. საგოლე მომენტები მრავლად შევჰქმენით, ბურთი ძელსაც გავარტყით, მაგრამ მაინც ორბურთიანი სხვაობით დავმარცხდით. ობიექტურად ვამბობ, პირველ ადგილს პრინციპული მნიშვნელობა რომ ჰქონოდა, ამ თამაშს არ წავაგებდით. ჩვენთვის მთავარი იყო, ელიტრაუნდს დისკვალიფიკაციით არავინ შეხვედროდა და ამას მივაღწიეთ კიდეც.

- შვედებთან გადახალისებული გუნდით თამაში გასაგებია, მაგრამ ოპტიმალური შემადგენლობა ვერც საწყის ორ მატჩში გამოიკვეთა.

- ეს იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ძირითადი შემადგენლობის გამოკვეთილი წევრები. თამაშობს ის, ვინც კონკრეტული მომენტისთვის კონკურენტზე უკეთ არის მზად, თორემ ფეხბურთელთა დონეებს შორის დიდი სხვაობა არ არის. გვქონდა იმის სურვილი და, რაც მთავარია, რესურსი, რომ მოლდოვაში 18-ივე ფეხბურთელს ეთამაშა და ასეც მოხდა.

- სტანდარტული მდგომარეობა უკვე ახსენეთ. კიდევ რა ნაკლი აქვს ჩვენს ნაკრებს? და, რაღა თქმა უნდა, დადებით მხარეებზეც გავამახვილოთ ყურადღება.

- უკმაყოფილო ვარ დაცვისა და თავდასხმის თამაშით. დაცვის შეცდომებით რამდენიმე გოლი მივიღეთ, თავდასხმას კი ყველაზე მკაფიოდ ის ფაქტი ახასიათებს, რომ ჩვენს მიერ მოლდოვაში გატანილი ხუთი გოლიდან ერთიც კი არ არის ფორვარდების ანგარიშზე. როგორც იცით, ტრავმის გამო მოლდოვაში წამყვანი თავდამსხმელი ალეკო მზევაშვილი ვერ წავიყვანეთ და იმედია, მისი დაბრუნება ამ პრობლემას სანახევროდ მაინც მოგვიგვარებს. სამაგიეროდ, კმაყოფილი ვარ შუა ხაზის თამაშით. ნახევარმცველებს არც ბრძოლისუნარიანობა აკლიათ და არც კრეატიულობა.

- თუ გვაქვს იმის რესურსი, რომ ელიტრაუნდისთვის გუნდის შემადგენლობა გაძლიერდეს?

- უკვე დიდი ხანია, აქტიურ სელექციას ვანხორციელებ და დღეისთვის გუნდში ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც სხვებზე უკეთესებად მიმაჩნია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებისთვის ნაკრების კარი დახურულია. ძიებას კიდევ გავაგრძელებთ და ვნახოთ, რა გამოგვივა. ფაქტია, რომ რამდენიმე პოზიციის გაძლიერება აუცილებლად გვესაჭიროება. ვეძებთ საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველებსაც და რამდენიმე მათგანს მივაკვლიეთ კიდეც, მაგრამ სანამ მათ დონეს საკუთარი თვალით არ ვნახავ, გვარების დასახელებას მოვერიდები, წინასწარ უსაფუძვლო რეკლამირებას ვერავის გავუწევ.

- რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი დამახასიათებელი თვისება?

- ერთსულოვნება. ჩვენ არ გვყავს ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, როგორებიც ქართველ 17-წლამდელთა წინა თაობებს ჰყავდათ მაგალითად, გიორგი ჭანტურიას ან ბაჩანა არაბულის სახით, სამაგიეროდ, ვთამაშობთ კოლექტიურ ფეხბურთს, რისი წყალობითაც წარმატების შანსი ელიტრაუნდშიც გვექნება.

- როგორ წარიმართება ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი პერიოდი?

- ახალ წლამდე ნაკრების წევრებსა და კანდიდატებს კლუბებში დავაკვირდები, გაზაფხულზე კი ნაყოფიერი შეკრება და ძლიერ ნაკრებებთან სპარინგები აუცილებლად დაგვჭირდება. ამ საკითხებს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილავთ და ვფიქრობ, ჩვენი სამზადისი ხარისხიანი და ნაყოფიერი იქნება.

- გვაქვს იმის შანსიც, რომ ელიტრაუნდი თბილისში ჩავატაროთ.

- ეს შესანიშნავი იქნება. მართალია, შინაურ კედლებში თამაში ბიჭებს გარკვეული წნეხის ქვეშ მოაქცევს, მაგრამ ამას როგორმე გავუმკლავდებით, ქართველი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობის შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსი გვექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა