კარლოსი რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში "ლოკომოტივთან" შეხვედრისთვის ანდრეი გორდეევს გუნდის მომზადებაში დაეხმარება
მახაჩყალის "ანჟის" ხელმძღვანელობამ, რომლის კარის დარაჯი ქართველი გოლკიპერი ნუკრი რევიშვილია, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაჯი გაჯიევი გაათავისუფლა.

როგორც გაირკვა, ახლო მომავალში გუნდს ანდრეი გორდეევი და რობერტო კარლოსი გაწვრთნიან. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოთამაშე-მწვრთნელი გახდება.

კლუბ "ანჟის" მეპატრონის სულეიმან კერიმოვის თხოვნით რობერტო კარლოსი რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში "ლოკომოტივთან" შეხვედრისთვის ანდრეი გორდეევს გუნდის მომზადებაში დაეხმარება.

თუმცა ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტის ფაბიან ფარას თქმით, კარლოსი კარიერის დასრულებას არ აპირებს და გეგმავს მახაჩყალის კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივოს.

"რობერტო დროებით მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს. სულეიმან კერიმოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კარიერაში ბრაზილიელის მიღწევებს. კარლოსის დანიშვნის გადაწყვეტილება მთელმა გუნდმა მოიწონა, ეტო'ოს ჩათვლით. კერიმოვის შეთავაზებაზე კარლოსი ეგრევე დათანხმდა, რადგან კლუბის მეპატრონე თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს.

ამის მიუხედავად, რობერტო არ აპირებს კარიერა დაამთავროს, ის გააგრძელებს "ანჟიში" თამაშს", - განაცხადა ფარამ.

მომზადებულია Globo Esporte-ს მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა