მიქაელ ლაუდრუპისგან მიტოვებული ბალეარული კლუბი მიგელ ანხელ ნადალის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს
შაბათს "ოსასუნასთან" მატჩში "მალიორკას" მიგელ ანხელ ნადალი გაიყვანს, ოთხშაბათიდან მოყოლებული მიქაელ ლაუდრუპისგან მიტოვებული ბალეარული კლუბი ნადალის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

ნადალი, რა თქმა უნდა, დროებითი თავკაცია, სანამ კლუბის ხელმძღვანელობა დანიელი სპეციალისტის შემცვლელს მოძებნის. "კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებაშია, რომელიც გუნდს ახალ სიმაღლეებზე გაიყვანს. როგორც კი ახალი მწვრთნელი დაინიშნება, მე მისი ერთ-ერთი ასისტენტი გავხდები", - განაცხადა ნადალმა.

მიგელ ანხელ ნადალი 45 წლისაა, "მალიორკას" ყოფილ ფეხბურთელს თამაშის სტილის გამო თავის დროზე "მხეცი" შეარქვეს. ის 1986 წლიდან 1991 წლამდე თამაშობდა ბალეარულ კლუბში, შემდეგ 8 წელიწადი "ბარსელონაში" გაატარა და ისევ "მალიორკას" დაუბრუნდა, სადაც 2005 წელს ფეხბურთელის კარიერაც დაასრულა.

ნადალს შეეძლო თამაში, როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში, ესპანეთის ნაკრებში მან 62 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან ესპანეთის ღირსება სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცვა. ნადალი სამი სეზონის განმავლობაში ლაუდრუპის თანაგუნდელი იყო "ბარსელონაში", "მალიორკაში" კი ის სწორედ ლაუდრუპის შტაბში მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა