ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისრის დევიდ სტერნის განცხადებით, სეზონის ბედი ამ უქმეებზე გაირკვევა
გუშინ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისა და მოთამაშეთა პროფკაშირის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც Yahoo! Sports-ის ინსაიდერმა ადრიან ვოინაროვსკიმ დაწერა, რომ მოლაპარაკებების პროცესში კლუბების მფლობელებმა დათმობაზე წასვლა გადაწყვიტეს.

იტყობინებიან, რომ მფლობელები მზად არიან უარი თქვან მკაცრი სახელფასო ლიმიტის შემოღებაზე და ძალაში დატოვონ წინა სქემა, როცა მოქმედებდა ჯარიმა ბიუჯეტის მიღმა დახარჯულ თითოეულ დოლარზე.

მოკლედ, შესაძლებელი იქნება ბიუჯეტის ჩარჩოებიდან გამოსვლა, თუმცა ეს ჯარიმა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე დღევანდელი "დოლარი დოლარში", როგორც ეს წინა კოლექტიური ხელშეკრულების დროს იყო.

და კიდევ, ერთადერთი, რაშიც მფლობელები არ აპირებენ დათმობას, ეს არის მოგების განაწილება კლუბებსა და მოთამაშეებს შორის.

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის თარიღად პარასკევი დაასახელეს. ახალ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 15 მფლობელი, რომლებსაც მოთამაშეებიც შეუერთდებიან. საქმე ისაა, რომ პროფკავშირი აპირებს მოლაპარაკებების პროცესში კალათბურთელების ჩართვას, რათა მათ გავლენა იქონიონ მოლაპარაკებების მსვლელობაში. ვარსკვლავური სტატუსის მოთამაშეები სწორედ პარასკევის შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ მხარეებმა უქმე დღეებიც დაიტოვეს მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. როგორც პროფკავშრების პრეზიდენტმა დერიკ ფიშერმა განაცხადა, დაპირისპირებული ბანაკები კონსენსუსამდე მისვლის უდიდეს სურვილს გამოთქვამენ.

NBA-ის კომისარი დევიდ სტერნი მიიჩნევს, რომ პარასკევის შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ექნება მომავალი სეზონის ბედის გარკვევაში. სტერნი ამბობს, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ დიდი ალბათობით იქნება შესაძლებელი იმის თქმა, საერთოდ შედგება თუ არა 2011-12 წლების სეზონი.

"ჩვენ ან მოვახერხებთ მოლაპარაკებების პროცესში წინ წაწევას, ან პროგრესი არ იქნება და შესაბამისად, საკითხი სეზონის დროულად დაწყების შესახებ თავისთავად მოიხსნება დღის წესრიგიდან. საკმაოდ რისკიანი შეხვედრაა და მის შედეგებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული", - ამბობს სტერნი ESPN-თან კომენტრაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა