NBA-ის ვარსკვლავმა ლონდონის ოლიმპიადაზე თამაში დაადასტურა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ დღეებში კალათბურთის მოყვარულებს აღელვებთ, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერის კობი ბრაიანტის იტალიურ კლუბში - ბოლონიას "ვირტუსში" სავარაუდო გადასვლაა.

NBA-ის ვარსკვლავი იტალიაში სასპონსორო პრომოტურის ჩასატარებლად ჩავიდა და იქაურ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკმაოდ მაღალია ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა.

"შანსი იმისა, რომ იტალიაში ვითამაშო, საკმაოდ მაღალია. ყოველ შემთხვევაში, მე ამის დიდი იმედი მაქვს. უახლოეს დღეებში განვიხილავთ ბოლო შემოთავაზებას, - ამბობს კალათბურთელი "გაძეტა დელო სპორტთან" კომენტარში. - სწორედ ამ ქვეყანაში ვისწავლე პასების დარიგება და ბურთის სროლა და როცა ამერიკაში გადავედი, ბურთს თანაგუნდელებზე უკეთ ვეპყრობოდი, მათ კი მხოლოდ ბურთის ჩატენვა იცოდნენ".

შეგახსენებთ, რომ ბოლო წინადადების თანახმად, იტალიური კლუბი მზად არის ამერიკელ მცველს თვეში 2.5 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

კობი ბრაიანტმა "გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებს 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში და იქ აშშ-ის მთავარი კონკურენტი ესპანეთის ნაკრები იქნება.

"აუცილებლად ვითამაშებ 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე. ჩემი მეგობარი პაუ გასოლი და მისი გუნდი ჩვენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე იქნება.

ოლიმპიადაზე გამოსვლა - განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავ. ოქროს ოლიმპიური მედალი და NBA-ის საჩემპიონო ბეჭედი - სრულიად განსხვავებული ცნებებია", - ამბობს ბრაიანტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა