მორიგი სათამაშო დღის შემდეგ ტოკიოში რუსი ჩოგბურთელების წარმომადგენლობა ერთამდე შემცირდა
მორიგი სათამაშო დღის შემდეგ ტოკიოში რუსი ჩოგბურთელების წარმომადგენლობა ერთამდე შემცირდა.

ცხადი იყო, რომ რუსები ნახევარფინალში ერთ მოთამაშეს აუცილებლად გაიყვანდნენ, რადგან ვერა ზვონარევასა და მარია კირილენკოს შორის რუსული დერბი შედგა, მარია შარაპოვამ კი ვერ შეძლო პეტრა კვიტოვასთან მატჩის დასრულება.

შარაპოვასა და კვიტოვას დაპირისპირება რამდენიმე მიზეზით იყო საინტერესო. მაგრამ განსაკუთრებულ ელფერს ამ შეხვედრას ის ფაქტი მატებდა, რომ ამ ჩოგბურთელებმა წელს უიმბლდონის ფინალში გაარკვიეს ურთიერთობა.

იმ შეხვედრაში გამარჯვება კვიტოვამ მოიპოვა, მაგრამ სეზონის შემდეგი ნაწილი უკეთ მარია შარაპოვამ ჩაატარა.

მის ანგარიშზეა ტიტული ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე, იმ დროს, როცა ჩეხმა ჩააგდო უიმბლდონის შემდეგ პრაქტიკულად ყველა შეჯიბრი, მათ შორის, ამერიკის ღია პირველობა, სადაც პირველივე წრეში დამარცხდა. მაგრამ აზიური ტურნირებისთვის პეტრამ გააუმჯობესა თამაში და გაცილებით ხარისხიან ჩოგბურთს აჩვენებდა, ვიდრე ამერიკაში.

ამ მატჩის სანახავად ბევრი მაყურებელი მივიდა, მაგრამ პროგნოზირებადი სპექტაკლი არ შედგა. თამაშის დასაწყისი მშვიდი გამოვიდა. ორივე ჩოგბურთელის ანგარიშზე ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მოდიოდა, რომელიც რუსმა ჩოგბურთელმა ვერ გამოიყენა.

მერვე გეიმში საკუთარი მოწოდების შემდეგ შარაპოვას ფეხი დაუცდა და კორტზე დაეცა. რუსმა სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა. გარკვეული ხანი მარია ექიმთან კონსულტაციას გადიოდა, რის შემდეგაც მან უარი თქვა თამაშის გაგრძელებაზე. ასე რომ, თამაში სულ რაღაც ნახევარი საათი გაგრძელდა. რამდენად სერიოზულა ფეხის ტრავმა, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კვიტოვას კი ნახევარფინალში მეორე რუსი ჩოგბურთელი ვერა ზვონარევა ელოდება. ამ უკანასკნელს თანამემამულე მარია კირილენკოსთან ურთიერთშეხვედრებში ასპროცენტიანი უპირატესობა ჰქონდა - 5:0, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში კირილენკომ სერიოზული ბრძოლა გაუმართა მეტოქეს. თანაც მარიამ ბრწყინვალე ფორმა აკრიფა, რისი დამადასტურებელიც იყო ტოკიოში ორი გამარჯვება აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონთან სამანტა სტოსურთან და ანა ივანოვიჩთან.

მაგრამ რუსულ დერბიში განსაკუთრებული ბრძოლა არ ყოფილა და ზვონარევამ მეექვსედ დაამარცხა კირილენკო. თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად მას საათზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდა. მარია, ძირითადად, მეტოქის შეტევების მოგერიებით იყო დაკავებული.

პირველი სეტის წაგების (3:6) შემდეგ, მან მეორე პარტიაში სცადა სიტუაციის გამოსწორება და ზვონარევას პირველივე გეიმში გაუმართა ბრძოლა მისსავე მოწოდებაზე. მაგრამ მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ჯერ ის გეიმი გადაარჩინა, შემდეგ მომდევნო ორი გეიმიც აიღო და 3:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ მატჩის მოგება რთული აღარ ყოფილა.

მარიონ ბარტოლისთვის ტოკიოს ტურნირი მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ ფრანგი WTA-ის საჩემპიონო რბოლაში მერვე ადგილზეა და წლის შემაჯამებელ ტურნირში მოსახვედრად იბრძვის. მისი კონკურენტები - ანდრეა პეტკოვიჩი და ფრანჩესკა სკიავონე იაპონიის დედაქალაქში არ ჩავიდნენ, ასე რომ, ფრანგს მათთან უპირატესობის გაზრდის საშუალება ჰქონდა.

მეოთხედფინალში ბარტოლის მეტოქე ბელარუსი ვიქტორია აზარენკა იყო, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში კომფორტული მდგომარეობა აქვს და უკვე შეუძლია შეუკვეთოს ბილეთები სტამბოლის დასკვნით ტურნირზე.

ბარტოლისა და აზარენკას ურთიერთდაპირისპირებას საინტერესო ისტორია აქვს. ამ სეზონის სტარტამდე ბელარუსი 6:0-ს იგებდა, მაგრამ მარიონმა წლის დასაწყისში, ისტბურნის ტურნირზე გაქვითა ანგარიში. ჰარდის საფარზე ფავორიტი კვლავ აზარენკა იყო.

პირველი პარტია დაძაბული გამოვიდა. ბოლოსკენ უფრო იღბლიანი და ზუსტი ბელარუსი ჩოგბურთელი იყო. მეორე სეტში კი ვიქტორია კიდევ უფრო აგრესიულად ათამაშდა და სეტი "მშრალი" ანგარიშით მოიგო - 7:5, 6:0.

აზარენკას ნახევარფინალში აგნიეშკა რადვანსკასთან მოუწევს შეხვედრა. პოლონელს წინა დღეს მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკის მძლეველთან - კაია კანეპისთან უწევდა შეხვედრა, რომელთანაც აქამდე არასოდეს წაეგო.

მსოფლიოს მე-13 ჩოგანი ამჯერადაც უფრო ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ნახევარფინალში გასასვლელად თითქმის ორი საათი დასჭირდა. პირველ სეტში რადვანსკა დომინირებდა და მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო მეტოქეს, მეორეში კი დიდი ბრძოლა გაიმართა და ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გაირკვა, რომელშიც ასევე მინი-თრილერი გათამაშდა და ბოლოს პოლონელმა 9:7 მოიგო.

WTA

Toray Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

1/4 ფინალი

ვერა ზვონარევა (რუს, 4)-მარია კირილენკო (რუს) 6:3, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-მარიონ ბარტოლი (საფ, 7) 7:5, 6:0; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-მარია შარაპოვა (რუს, 2) 4:3 უარი; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-კაია კანეპი (ესტ) 6:2, 7:6(7).

1/2 ფინალი

ა. რადვანსკა (9)-აზარენკა (3); ზვონარევა (4)-კვიტოვა (6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა