მეკარე ბერნდ ლენო "ლევერკუზენის" კარს ძალიან კარგად იცავს და ყურადღების ცენტრში მოექცა, კულისებში კი რაღაც-რაღაცებზე ალაპარაკდნენ
მას მერე, რაც 19 წლის მეკარე ბერნდ ლენო "ლევერკუზენის" კარს ძალიან კარგად იცავს და ყურადღების ცენტრში მოექცა, კულისებში რაღაც-რაღაცებზე ალაპარაკდნენ.

საქმე იმაშია, რომ "ბაიერს" ახალგაზრდა მეკარე "შტუტგარტიდან" არენდით ჰყავს აყვანილი და როგორც გაირკვა, შვაბები მზად არიან, ლენო კიდევ ერთი წლით გაანათხოვრონ, ან სულაც გაყიდონ. "ბილდის" ინფორმაციით, "ლევერკუზენს" ლენოს სამუდამოდ გადაბირება უნდა, რაც ახალ კითხვას ბადებს: რა ბედი ელის რენე ადლერს - "ლევერკუზენის" პირველ მეკარეს, რომელიც ახლა ტრავმირებულია? გაირკვა, რომ გერმანიის ნაკრების მეორე მეკარის ყიდვა "ჰამბურგს" და "შალკეს" სურთ.

ლენომ ოთხშაბათს, "გენკთან" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან პერსპექტიული მეკარეა, "ლევერკუზენის" შეფებისთვის კი ეს მორიგი არგუმენტი გახლდათ საიმისოდ, რომ ბერნდს კარი დიდი ხნით ანდონ.

დღევანდელი მდგომარეობით, ლენო "შტუტგარტში" პირველ იანვარს უნდა დაბრუნდეს, შვაბური კლუბის ბოსები კი მზად არიან, ეს ბიჭი "ლევერკუზენში" დატოვონ. გამორიცხული არაა, რომ "ბაიერმა" ზამთარში სულაც ლენოს საბოლოო გამოსყიდვა მოინდომოს, რაზეც "შტუტგარტი" უარს ალბათ არ იტყვის.

და რა ეშველება 26 წლის ადლერს, რომელიც ახლა ლაზარეთშია? საინტერესო ის არის, რომ რენეს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება, ახალი ხელშეკრულება კი ჯერ არ გაუფორმებია.

ლევერკუზენელებმა მას ახალი წინადადებით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ ადლერთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც ირკვევა, რენემ "ფარმაცევტებს" ძალიან მაღალი ხელფასი მოსთხოვა.

"კიკერის" ინფორმაციით, "შალკე" და "ჰამბურგი" მზად არიან, ადლერს ასეთი მაღალი ჯამაგირი დაუნიშნონ - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რენე "ლევერკუზენთან" ახალ ხელშეკრულებას ზაფხულამდე არ გააფორმებს, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ ივლისში ხსენებულთაგან ერთ-ერთ კლუბში უფასოდ გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა