ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე ჩახნაშვილმა მე-2 წრის ორთაბრძოლაში იონა-რალუკა ოლარუს 6:7, 7:6, 6:2 აჯობა
თელავში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე მე-6 ნომრადაა განთესილი მარგალიტა ჩახნაშვილი. გუშინ იგი პირველი წრის შეხვედრაში უკრაინელ ირინა ბურიაჩოკს დაუპირისპირდა.

პირველი სეტი სტუმარმა 6:3 მოიგო, მეორე და მესამე ხელში ჩახნაშვილმა სძლია მეტოქეს - 6:4, 7:6 და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გუშინ მე-2 წრის ორთაბრძოლაშიც მიაღწია წარმატებას - დაძაბულ პაექრობაში რუმინელ იონა-რალუკა ოლარუს აჯობა - 6:7, 7:6, 6:2.

ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალში იგი ჩვენებურთა ერთადერთი წარმომადგენელია, რადგან სოფიო შაფათავამ ამერიკელ ჯულია კოენთან წააგო - 7:5, 6:7, 0:6, ხოლო თათია მიქაძე სლოვაკ იანა გეპელოვას დანებდა - 2:6, 3:6.

რუმინელმა ალექსანდრა კადანტუმ, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, ახალგაზრდებში როლან გაროსის შარშანდელი ფინალისტი ელინა სვიტოლინა (უკრაინა) დაამარცხა - 7:6, 6:4. "ბათუმის ნავთობტერმინალის" წლევანდელმა გამარჯვებულმა ლესია ცურენკომ (უკრაინა, 3) სამ სეტში ხორვატი ანი მაიაჩიკა დაჯაბნა - 1:6, 6:2, 6:1.

თექვსმეტი წლის მოსკოველმა ირინა ხრომაჩევამ პირველ წრეში მასზე ოთხი წლით უფროსი უნგრელი რეკა-ლუკა იანი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:4, გუშინ კი თურქ კაგლა ბუიუკაკაის დააყრევინა ფარ-ხმალი - 7:6, 6:7, 6:4. მე-2 წრის დანარჩენი 2 შეხვედრა ასე დამთავრდა: მიხაელა ბუზარნესკუ (რუმინეთი)-ლინა სტანკუიტე (ლიტვა) 6:4, 6:4, ალექსანდრა პანოვა (რუსეთი, 4)-ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა) 1:6, 6:4, 6:1.

მეოთხედფინალში ითამაშებენ: კადანტუ-კოენი, ცურენკო-ხრომაჩევა, ბუზარნესკუ-პანოვა, ჩახნაშვილი-გეპელოვა.

წყვილთა მეოთხედფინალური პაექრობებიდან გუშინ მხოლოდ ორი დუელი შედგა: ბოგდანი, ბუზარნესკუ (ორივე-რუმინეთი)-კოჩ-ბენვენუტო (ჩილე), პენკოვა 6:4, 6:1, ბურიაჩოკი (უკრაინა), იანი (უნგრეთი)-მაიაჩიკა (ხორვატია), ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია) 6:2, 6:4.

დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: მიქაძე, შაფათავა (ორივე-საქართველო)-დენტონი (იტალია), კლაფნერი (ავსტრია), გორგოძე (საქართველო), გრიმალსკა (იტალია)-ოლარუ (რუმინეთი), ცურენკო (უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა