მსოფლიოს ჩემპიონატზე 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაალ კვაჭატაძემ მე-10 ნომრად განთესილ ალჟირელს ილიას აბადის 9 ქულით აჯობა
გუშინ აზერბაიჯანის დედაქალაქის რინგზე კვლავ გვასახელეს ქართველმა მოკრივეებმა: AIBA-ს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაალ კვაჭატაძემ, რომელიც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, ტურნირზე მე-10 ნომრად განთესილ ალჟირელს - ილიას აბადის 9 ქულის უპირატესობით (22:13) აჯობა და მე-2 წრეში გავიდა, სადაც პოლონელი კამილ ჟერემეტას მძლეველ (14:10) თურქს - ონდა სიფალს დაუპირისპირდება.

ამ წონის ფავორიტმა, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა სერიკ საპიევმა (ყაზახეთი) მესამე რაუნდში ნოკაუტით მოუგო კარლოს სანჩესს (ეკვადორი), ხოლო წინა პირველობის ვერცხლის პრიზიორმა ანდრეი ზამკავოიმ (რუსეთი) ქულებით (14:2) აჯობა მუსტაფა აბდულეის. მე-2 ნომრად განთესილმა ბრაზილიელმა მიკ რიბეირომ მოლდოველ ვასილი ბელოუსთან პაექრობისას პირველსავე რაუნდში მიიღო დისკვალიფიკაცია და შეჯიბრებას გამოეთიშა.

წლევანდელი კონტინენტის პირველობის მესამეადგილოსანია მიხეილ ბახტიძეც. (+91 კგ). ბაქოს რინგზე გუშინ მისი მეტოქე იყო მაკედონიელი პრიმისლავ დიმოვსკი. ქართველ მოკრივეს პირველი ბარიერის დაძლევა არ გასჭირვებია - ექსიუგოსლავიელს 15:10 მოუგო და 2 ოქტომბერს მესამე ნომრად განთესილ ფილიპ ჰროგოვიჩს (ხორვატია) შეხვდება, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა.

შეგახსენებთ, რომ ათი წონითი კატეგორიიდან ქართველმა მოკრივეებმა ძალები შვიდში მოსინჯეს. მათგან მხოლოდ გიორგი კილანავამ (56 კგ) დათმო ორთაბრძოლა, დანარჩენები კი მე-2 წრეში გავიდნენ. კვაჭატაძისა და ბახტიძის გარდა, ესენი არიან ავთანდილ ჭუბაბრია (49), სევერიან ჭილაძე (52), ლევან გულედანი (81) და დავით გოგიშვილი (91).

დღეს შეჯიბრებაში ჩაებმება 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი კობა ფხაკაძე (64 კგ), რომელიც განელ მიხაელ ამოო ბედიაკოს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა