ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მსოფლიოს თასი: ბოლო ტურის მოლოდინი

მსოფლიოს თასი: ბოლო ტურის მოლოდინი

კვირას, 2 ოქტომბერს "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასზე ბოლო შეხვედრას არგენტინის ნაკრებთან პალმერსტონში გამართავენ
რუმინეთის ნაკრებთან მიღწეული გამარჯვების შემდეგ, "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა გუნდი ერთი დღით დაასვენა. პალმერსტონში ბედად ამინდიც კარგი დაიჭირა და ქალაქის ქუჩები ადგილობრივი მოსახლეობითა და მსოფლიოს თასზე მონაწილე გუნდების ქომაგებით აივსო.

ქალაქის ცენტრში, "ქუინ გარდენში" კი მერიის ორგანიზებით კონცერტი და გართობა-თამაშობანი მოეწყო. ერთი სიტყვით, პალმერსტონს დიდი რაგბი ეწვია და ადგილობრივებთან ერთად, სტუმრებიც კარგად გაერთნენ.

როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი მორაგბეები ვარჯიშისგან თავისუფალნი იყვნენ. თუმცა, ვისაც "სტეჟარის" ძლევაში მონაწილეობა არ მიუღია, დილით ძალოსნობის დარბაზში ივარჯიშა. დღეს ძირითადი წვრთნა ადგილობრივი დროით 16 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც რიჩი დიქსონი არგენტინის ნაკრებთან საბრძოლო შემადგენლობას გამოაცხადებს.

"პუმებმა" კი ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ მოთამაშეთა ვინაობა დანიშნულ დროზე ბევრად ადრე გამოაცხადა. შოტლანდიის ნაკრებთან მატჩისგან განსხვავებით მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა ხუთი ცვლილება განახორციელა.

"სკოტებთან" დაპირისპირებაში მძიმედ დაშავდა და "ბორჯღალოსნებთან" ვერ ითამაშებს არგენტინელთა ერთ-ერთი ლიდერი, გუნდის ვიცე-კაპიტანი ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ლეონარდო სენატორე დაიკავებს.

ძირითად შემადგენლობაში დააწინაურა ფელანმა "ნარშავებთან" მატჩის გმირი ლუკას ამოროსინო, რომელმაც, ფაქტობრივად, თავისი დიდოსტატური სოლო გარღვევით შოტლანდიის ნაკრები მეოთხედფინალის მიღმა დატოვა. მარტინ როდრიგესმა კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

22-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა გონსალო კამაჩო, მის ნაცვლად გარემარბის პოზიცია ფელანმა ახალგაზრდა ხუან იმხოფს ანდო.

"პუმების" შერკინების პირველ ხაზში ვეტერან როდრიგო რონსეროს ნაცვლად ითამაშებს მარკოს აიერსა. მეორეხაზელ მანუელ კარისას კი მარიანო გალარსა ჩაანაცვლებს. მწყობრში არიან ასევე ვეტერანი პირველხაზელები მარიო ლედესმა და ხუან ფიგალო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება პალმერსტონში კვირას, 2 ოქტომბერს გაიმართება. ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მხოლოდ მაშინ ექნება მნიშვნელობა, თუ ერთი დღით ადრე შოტლანდიის ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდთან მატჩში, თუნდაც ერთი პრემიალური ქულის აღებას შეძლებს.

არგენტინის ნაკრები: 15. ლუკას ამოროსიონო, 14. ორასიო აგულა, 13. მარსელო ბოსხი, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ხუან იმხოფი, 10. სანტიაგო ფერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. მარკოს აიერსა, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მარიანო გალარსა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან ლეგუსამონი, 8. ლეონარდო სენატორე.

16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. ტომას ვალეხოსი, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლალანე, 21. ავგუსტინ გოსიო, 22. მარტინ როდრიგესი

მარტინ ჰონსონს არმითიჯის სჯერა

B ჯგუფში ყველაფერი ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა. თეორიულად ისიც კი შესაძლებელია, რომ დაწინაურებული "პომები" პლეი ოფის მიღმა დარჩნენ. საამისოდ "სკოტებმა" ინგლისელებს მინიმუმ ოთხი ლელო უნდა გაუტანონ და ისე დაამრცხონ, რომ პრემიალური ქულის მოპოვების საშუალება არ მისცენ. ასეთივე შედეგი უნდა აჩვენოს არგენტინის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" მატჩშიც. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა და თუ განხორციელდა სასწაულის ტოლფასი მოვლენა იქნება. არადა რაგბიში სასწაულები ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა შოტლანდიასთან მატჩის 22-კაციან განაცხადში არ შეიყვანა რუმინეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში ჰეთ თრიკის შემსრულებელი გარემარბი მარკ კუეტო. მის ნაცვლად "პომების" თავკაცმა ასევე შესანიშნავად მოთამაშე დელონ არმითიჯი დააყენა.

გუნდს დაუბრუნდა მეორეხაზელი კორტნი ლოუ, რომელსაც ორკვირიანი დისკვალიფიკაცია დაუსრულდა. ინგლისელთა მიერ აქამდე გამართულ ყველა შეხვედრაში მხოლოდ ოთხმა მორაგბემ ითამაშა, ესენია: ბენ ფოდენი, მანუ ტუილაგი, დენ კოლი და ჯეიმზ ჰესკელი.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში გუნდის კაპიტანი ლუის მუდი 70-ე კეპს მოიხვეჭს. კარიერაში 90-ე მატჩი იქნება ეროვნულ ნაკრებში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი ჯონი ვილკინსონისთვის.

"დელონ არმითიჯმა შესანიშნავად ითამაშა. მას ტრავმამ საშუალება არ მისცა ექვსი ერის გათამაშებაში დაგვხმარებოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ დელონი ფორმაშია, ის გუნდში საუკეთესო იქნება.

რაც შეეხება კორტნი ლოუს, მას ორი კვირაა არ უთამაშია, თუმცა ის შესანიშნავი მორაგბეა და მისი გამოცდილება შოტლანდიასთან მატჩში დიდად წაგვადგება.

არ მინდა ვიფიქრო ვის რამდენი ქულა აქვს და რამდენი სჭირდება. ეს რაგბია, ის ბრძოლაა. ჩვენც, ისევე როგორც ჩვენი მეტოქე, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის" - თქვა მარტინ ჯონსონმა.

ინგლისის ნაკრები: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. მაიკ თინდოლი, 11. დელონ არმითიჯი, 10. ჯონი ვილკინსონი, 9. ბენ იანგზი. 1. მეთ სტივენს, 2. სტივე თომსონი, 3. დენ კოლი, 4. ლუის დიკონი, 5. კორტნი ლავი, 6. ტომ კროფტი, 7. ლუის მუდი, 8. ჯეიმზ ჰესკელი.

16. დილან ჰარტლი, 17. ალექს კორბიშერო, 18. ტომ პალმერი, 19. ნიკ ისთერი, 20. რიჩარდ ვაიგლსვორსი, 21. ტობი ფლუდი, 22. მეთ ბანაჰანი

გაცხარებულმა რობინსონმა ერთბაშად ექვსი მოთამაშე შეცვალა

ამასობაში, შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვთნელმა ენდი რობინსონმა, არგენტინელებთან უმნიშვნელოვანეს მატჩში დრამატული მარცხის შემდეგ, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა.

გუნდს დაუბრუნდა შერკინების ბურჯი ევან მურეი, რომელმაც "პომებთან" რელიგიური მოსაზრებების გამო არ ითამაშა. არადა ის საკამოდ გამოცდილი მოთამაშეა და მისი დიდი დამსახურებაა, "სკოტების" შერკინებამ საქართველოს ნაკრების შერკინებას რომ გაუძლო.

რიჩი ვერნონმა რვა ნომრის პოზიციაზე გადაინაცლა. "ბორჯღალოსნებთან" მატჩში საუკეთესო მოთამაშე ჯონ ბარკლიმ კი ფლანკერის ადგილი დაიკავა. თადარიგში გადაინაცვლეს ალი დიკინსონმა, ნიკ დე ლუკამ და დენ პარქსმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შოტლანდიის ნაკრებს შანსი აქვს პლეი ოფში გააღწიოს, საამისოდ მას "პომების" შვიდზე მეტი ქულით დამარცხება სჭირდება. მსგავსი შედეგით "სკოტებმა" მეტოქეს ბოლოს 1985 წელს მოუგეს. 25 წლის განმავლობაში შოტლანდიელბმა ინგლისის ნაკრები მხოლოდ ოთხჯერ დაამარცხეს 1990, 2000, 2006 და 2008 წლებში. თუმცა ყველა ჯერზე ანგარიშში სხვაობა ექვს ქულაზე ნაკლები იყო.

"ველინგტონში გადაჭედილი ტრიბუნები შესანიშნავ სარაგბო ატმოსფეროს ქმნიდა. დარწმუნებული ვარ, ოქლენდშიც, ინგლისთან მატჩშიც ასე იქნება. ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რომ ქომაგები არ გავაწბილოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შეხვედრა მოვიგოთ" - თქვა ენდი რობინსონმა.

შოტლანდიის ნაკრები: 15. კრის პატერსონი, 14. მაქს ევანსი, 13. ჯო ანსბრო, 12. შონ ლამონტი, 11. საიმონ დენიელი, 10. რუარიდ ჯექსონი, 9. მაიკ ბელრი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ევან მურეი, 4. რიჩი გრეი, 5. ალისტერ კელოკი, 6. ალი სტროკოში, 7. ჯონ ბარკლი, 8. რიჩი ვერნონი.

16. სკოტ ლაუსონი, 17. ალი დიკინსონი, 18. ნათან ჰაინსი, 19. როს რენი, 20. კრის კაზიტერი, 21, დენ პარქსი, 22. ნიკ დე ლუკა.

B ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1. ინგლისი - 14 ქულა, 2. არგენტინა - 10, 3. შოტლანდია - 10, 4. საქართველო - 4, 5. რუმინეთი - 0

1 ოქტომბერი

ინგლისი-შოტლანდია

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

დღეს

სამხრეთ აფრიკა-სამოა 11:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა