ორი დღეა, რაც გელზენკირხენის "შალკემ" ახალი სეოზონისთვის მზადება დაიწყო და ლევან ყენიას გუნდში უკვე დიდი ამბები ხდება. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი პირველ რიგში მოსკოვის "დინამოში" გადასული კევინ კურანის შემცვლელს ეძებს...

ორი დღეა, რაც გელზენკირხენის "შალკემ" ახალი სეოზონისთვის მზადება დაიწყო და ლევან ყენიას გუნდში უკვე დიდი ამბები ხდება. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი პირველ რიგში მოსკოვის "დინამოში" გადასული კევინ კურანის შემცვლელს ეძებს. "დესპოტმა ფელიქსმა" "კაიზერსლაუტერნიდან" სლოვაკეთის ნაკრების თავდამსხმელი (იტალიასთანაც ითამაშა) ერიკ იენდრიშეკი კი გადაიბირა, მაგრამ როგორც ჩანს, ამით არ კმაყოფილდება.

გუშინ ესპანურმა გაზეთმა Aშ-მა დაწერა, რომ "შალკეს" 56 წლის მწვრთნელი მადრიდის "რეალის" ლეგენდას, რაულს უმიზნებს. როგორც ჩვენი ესპანელი კოლეგები წერდნენ, მაგათი "რეალის" ბოსებს დაუკავშირდა და რაულზე სიტყვა ჩამოუგდო. მიმომხილველების აზრით, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, 33 წლის რაული "შალკეში" გადასვლაზე უარს არ იტყვის და შეიძლება, მადრიდულმა გრანდმა ის სულაც უფასოდ დათმოს. პრობლემა მხოლოდ მისი ხელფასია - "სამეფო გუნდში" რაულს წელიწადში 6 მილიონ ევროს უხდიან.

გერმანული "ბილდის" კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია რაულის ტრანსფერი, მაგათმა განაცხადა, რომ მადრიდელ კოლეგებს ვეტერანი თავდამსხმელის თაობაზე არ ესაუბრება, თუმცა იქვე დასძინა, რომ რაული "შალკესთვის" იდეალური ფორვარდი იქნებოდა.

ბრაზილიელმა მცველმა რაფინიამ "შალკეს" პირველ ვარჯიშზე დააგვიანა და მაგათი ფიქრობს, დასაჯოს თუ არა 24 წლის მარჯვენა მცელი. აქვე გეტყვით, რომ დიდი შანსია, ბრაზილიელმა "აუფ შალკე" დატოვოს. მას "ჰამბურგი", "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ეპატიჟებიან. სამაგიეროდ, სასჯელი, მინიმუმ ფულადი ჯარიმა არ ასცდება პერუელ თავდამსხმელ ჯეფერსონ ფარფანს, რომელმაც ორი დღე გააცდინა და "შალკეში" არავინ იცის, რატომ არ გამოჩნდა ფარფანი.

ამასობაში, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 20 წლის ფეხბურთელები, იან მორავეკი და კარლოს სამბრანო "შალკეს" დატოვებენ: მორავეკი "ჰანოვერს" შეუთანხმდა, სამბრანო კი სავარაუდოდ, პირველ ბუნდესლიგაში აღზევებულ "ზანკტ პაულიში" გადავა.

გოტფრიდ ლენცი

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა