ესპანელთა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებთან მატჩებში დაეყრდნობა
გუშინ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრების ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც ევრო-2012-ის შესარჩევ ეტაპზე, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებთან მატჩებში დაეყრდნობა. 7 ოქტომბერს "ფურია როხა" პრაღას ეწვევა, 11 ოქტომბერს კი, დასკვნით მატჩში, მსოფლიოს ჩემპიონი ალიკანტეში უმასპინძლებს ბრიტანულ გუნდს. შემადგენლობაში 23 ფეხბურთელია და მხოლოდ ერთია დებიუტანტი - ხორდი ალბა.

დელ ბოსკე ჯერაც ხოან კაპდევილას შემცვლელის ძიებაშია, ახლა ყურადღება მან "ვალენსიას" მარცხენაფლანგელს მიაქცია - თუმცა უნდა ითქვას, რომ ალბა "ვალენსიაში" უფრო შემტევი ფლანგელია. ბევრს ეგონა, რადგან ესპანეთის ნაკრებმა უკვე მოიპოვა პოლონეთ-უკრაინის საგზური, მწვრთნელი გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართავდა, მაგრამ ალბას დაძახებას თუ არ ჩავთვლით, მსგავსი არაფერი მომხდარა.

ხორდი ალბა 22 წლის კატალონიელია და "ბარსელონას" აღზრდილია. 2006 წლიდან ის "ვალენსიაშია", ლა ლიგაში დებიუტი კი 2009 წელს ჰქონდა.

მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), პეპე რეინა (ლივერპული), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა).

მცველები: სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი (ყველა რეალი), კარლეს პუიოლი, ჟერარდ პიკე (ყველა ბარსელონა), ხორდი ალბა (ვალენსია).

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, სესკ ფაბრეგასი, ჩავი ერნანდესი, ტიაგო ალკანტარა (ყველა ბარსელონა), ჩაბი ალონსო (რეალი), ხავი მარტინესი (ბილბაო), სანტი კასორლა (მალაგა).

თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი, დავიდ ვილია (ყველა ბარსელონა), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი), ალვარო ნეგრედო (სევილია), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ხუან მატა (ჩელსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა