ამერიკელ მოკრივეს დიუი ბოზელას, რომელმაც 26 წელი ციხეში გაატარა, სულ მალე დებიუტი ექნება პროფესიულ რინგზე
ამერიკელ მოკრივეს დიუი ბოზელას, რომელმაც 26 წელი ციხეში გაატარა, სულ მალე დებიუტი ექნება პროფესიულ რინგზე. 52 წლის ბოზელა 15 დეკემბერს ლოს ანჯელესში გამართავს ბრძოლას.

ასაკისა და მცირე გამოცდილების გამო ამერიკელს რამდენიმე ტესტის ჩატარება დასჭირდა. 29 სექტემბერს მოკრივეს ლიცენზია მისცა კალიფორნიის შტატის ათლეტურმა კომისიამ.

ბრძოლა ბოზელას მონაწილეობით საკრივო შოუს ერთ-ერთი ნაწილი იქნება. იმ საღამოს მთავარი შეხვედრა გახლავთ 79.4-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ამერიკელი ბერნარდ ჰოპკინსისა და მის თანამემამულეს ჩედ დოუსონს შორის დაპირისპირება.

ბოზელა ბრძოლას 90.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართავს. ჯერჯერობით 52 წლის მოკრივის მეტოქე გარკვეული არ არის.

ახალგაზრდობაში ბოზელა მოყვარული მოკრივე იყო. 1983 წელს ის დამნაშავედ ცნეს 92 წლის ქალის მკვლელობაში. მოკრივე დიდი ხანი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ განაჩენი შეცდომით იყო გამოტანილი და მხოლოდ 2009 წელს მოახერხა ეს, რის შემდეგაც ბოზელა საპყრობილედან გამოუშვეს.

როგორც გამოცემა USA Today წერს, სინგ-სინგის ციხეში ყოფნისას ბოზელა ჩემპიონი გახდა პატიმრებს შორის, თანაც მას არც ერთი ბრძოლა არ წაუგია 26 წლის განმავლობაში. ციხეში ბოზელამ უმაღლესი განათლებაც მიიღო და როგორც ამბობენ, სამაგალითო პატიმარი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა