ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩებში, ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, ერთიც - სათადარიგო იყო

გუშინ, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩებში, ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, ერთიც - სათადარიგო იყო.

დავიწყოთ გიორგი ფოფხაძით, რომელმაც მყარად დაიმკვიდრა ადგილი "შტურმის" ძირითად შემადგენლობაში და კარგი პრესაც აქვს. გრაცელებმა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში გზიდან "ზესტაფონი" ჩამოიცილეს, სტუმრად 2:1 აჯობეს თბილისის "დინამოს" მძლეველ ათენის აეკ-ს. ფოფხაძემ სრულად ითამაშა. "შტურმი" 3 ქულით ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს მოსკოვის "ლოკომოტივთან".

ჰაიფას "მაქაბი" გელზენკირხენში "შალკესთან" 1:3 დამარცხდა. ლადო დვალიშვილი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, როცა გერმანელები 2:1-ს იგებდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ყვითელი ბარათი მიიღო. დვალიშვილისა და გიორგი დარასელიას გუნდს სამი ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა.

ყაზანის "რუბინი" შინ ბერძნულ პაოკ-თან 2:2-ს დასჯერდა. შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი საბა კვერკველიამ, რომელმაც რეზერვისტებში ესპანელი სესარ ნავასის გამოჯანმრთელების შემდეგ გადაინაცვლა. ქართველთა გუნდებს შორის ევროპის ლიგაზე ყველაზე კარგი სატურნირო მდგომარეობა ჯერჯერობით სწორედ ყაზანელებს აქვთ. "რუბინი" 4 ქულით ჯგუფში პირველობას ინგლისურ "ტოტენჰემთან" ინაწილებს.

ამ კლუბს ქართველებთან კავშირი უკვე აღარ აქვს, მაგრამ მაინც აღსანიშნავი ფაქტია, რომ "ზესტაფონის" კიდევ ერთმა მძლეველმა "ბრიუგემ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა - ბელგიელებმა სტუმრად 2:1 მოუგეს ევროპის ლიგის ბოლო გათამაშების ფინალისტს, პორტუგალიურ "ბრაგას". ამ მატჩზე უეფამ მსაჯთა დამკვირვებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების უფროსი ლევან ფანიაშვილი მიავლინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა