მაკა ჩახნაშვილმა თელავის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 000$) ერთეულთა თანრიგში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
თელავში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 000$) გუშინ ერთეულთა თანრიგში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა მაკა ჩახნაშვილმა (6).

პირველი სეტში მან სლოვაკ იანა გეპელოვას 6:4 სძლია. წყვილში ფავორიტად მიჩნეულს თითქოს მეორე ხელის მოგებაც არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ იგი სტუმარს 3:6 დანებდა, სამაგიეროდ, მესამეში აჩვენა სლოვაკს თავისი ძალა - 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მე-4 ნომრად განთესილ რუს ალექსანდრა პანოვას დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა ორ სეტში აჯობა ტურნირის მე-5 ნომერ მიხაელა ბუზარნესკუს (რუმინეთი). სპეციალისტებს ანცვიფრებს 16 წლის მოსკოველი ირინა ხრომაჩევა. გუშინ იგი `ბათუმის ნავთობტერმინალის~ მომგებ ლესია ცურენკოს (უკრაინა, 3) ხვდებოდა. პირველი ხელი მოსკოველმა 7:5 მოიგო. მეორეში, როცა ანგარიში თანაბარი იყო (1:1), უკრაინელმა ტრავმის გამო შეჯიბრების გაგრძელება ვერ შეძლო. ნახევარფინალში ხრომაჩევა მეტოქეობას გაუწევს ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ალექსანდრა კადანტუს (რუმინეთი), რომელმაც ამერიკელი ჯულია კოენი დაამარცხა - 2:6, 6:4, 6:4.

წყვილებში გუშინ მხოლოდ ერთი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა: ეკატერინე გორგოძისა და ანასტასია გრიმალსკას (იტალია) დუეტმა იოლად აჯობა ირინა ბურიაჩოკსა (უკრაინა) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) - 6:4, 6:0. დღეს მე-2 ნახევარფინალში თათია მიქაძე და სოფიო შაფათავა რუმინელებთან - ელენა ბოგდანთან და მიხაელა ბუზარნესკუსთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა