ახალგაზრდა ქართველი ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიური გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრი იყო
ევროლიგის 2011-12 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპი ახალი სისტემით გაიმართა: 16 გუნდი ორად გაიყო. ერთი ნაწილი ვილნიუსში (ლიტვა) გაემგზავრა, მეორე - შარლერუაში (ბელგია). ორივეგან გუნდებმა ბრძოლა მეოთხედფინალიდან დაიწყეს, ჩაატარეს ნახევარფინალი და ფინალი. შარლერუაში და ვილნიუსში გამარჯვებულმა თითო გუნდმა ევროლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ლიტვაში იყოჩაღა თურქულმა "გალათასარაიმ", რომელმაც ფინალში მასპინძელი "რიტასი" დაამარცხა. ბელგიაში კი გამარჯვება მასპინძელ "შარლერუას" დარჩა და ჩაჯდა გრანდებით სავსე D ჯგუფში: "ბარსელონა" (ესპანეთი), "მონტეპასკი" (იტალია), "უნიქსი" (რუსეთი), "ოლიმპია" (სლოვენია), "პროკომი" (პოლონეთი).

სასიამოვნოა, რომ "შარლერუას" მაისურით ასეთი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს თორნიკე შენგელია, რომელსაც 5 ოქტომბერს 20 წელი შეუსრულდება. იგი ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიური გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრი იყო, ფინალში ჩეხური "ნიმბურკის" წინააღმდეგ 15 წუთში 6 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. "შარლერუას" გამარჯვებაში 21-ქულიანი წვლილი შეიტანა და მატჩის ბომბარდირი გახდა კრის ჰილი.

ბელგიელებმა "ნიმბურკი" პირველივე ტაიმში გატეხეს და საბოლოოდ 79:53 გაიმარჯვეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხურმა კლუბმა მთელი ენერგია წინა დღეს დახარჯა - რუსული "ხიმკი" 86:79 დაამარცხა.

მეორე ნახევარფინალში "შარლერუამ" გერმანულ "ალბას" აჯობა. ვერ ვიტყვით, თითქოს იოლი თამაში ჰქონოდათ - თანაბარ ბრძოლაში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო პერიოდში გაირკვა, "შარლერუამ" 74:63 მოიგო. შენგელიამ გერმანელების წინააღმდეგ 9 წუთში 5 ქულა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა.

19 ოქტომბერს ევროლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს თორნიკეს თანაგუნდელები პოლონეთში "პროკომის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა