მამუკა ღონღაძეს ლატვიის ვირსლიგაში ვერაფრით აჩერებენ, "სამსუნსპორს" კი აკაკი ხუბუტიას გოლმა ვერ უშველა
ლატვიის ვირსლიგა ბევრით არაფრით გამორჩეული ტურნირია, უეფას კლასიფიკაციით ევროპაში 38-ე არის და საკმაოდ ჩამორჩება 31-ე პოზიციაზე მყოფ ჩვენს პირველობას. ამიტომაც ჩვენი ლეგიონის ცხრილში ლატვიის ქართველებს ვერ ნახავთ (გეხსომებათ, ცხრილში მხოლოდ უმაღლეს ლიგაზე მაღალი რეიტინგის ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველები შევიტანეთ).

მაგრამ დღეს ყურადღების გამახვილება სწორედ ამ ჩემპიონატში მოთამაშე 25 წლის ფორვარდ მამუკა ღონღაძეზე გვსურს - დაუგავპილსის "დაუგავას" შემტევს ლატვიაში ვერაფრით აჩერებენ. ბოლო ტურში მისმა გუნდმა სტუმრად 2:1 დაამარცხა "იელგავა" და ორივე გოლი მამუკამ გაიტანა - მე-8 წუთზე თამაშიდან, 71-ეზე კი - პენალტით.

ღონღაძემ 21 თამაშში 20 გოლი გაიტანა და ერთით ჩამორჩება სკონტოელ ბრაზილიელ ნათან ჟუნიორს, რომელსაც 22 თამაშში 21 გოლი აქვს გატანილი. იქნებ, მამუკამაც ლადო დვალიშვილის გზა გაიაროს, რომელიც ჯერ ლატვიაში გამოჩნდა, შემდეგ ნაკრებში მიიწვიეს და უკეთეს ლიგაშიც გადავიდა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 10 თამაშში 15 გოლი მის კარგ ალღოსა და უნარზე მეტყველებს. ლეონიდ ნაზარენკოს "დაუგავა" 59 ქულით მესამეა ლატვიაში, ქულით ჩამორჩება "მეტალურგსს" და ოთხით ლიდერ "ვენტსპილსს".

ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" დიდი ანგარიშით მოიგო ბუნდესლიგაში, "კიოლნი" 3:0 დაამარცხა. ლევანმა სრულად ითამაშა და "შპორტალისგან" საშუალო შეფასება, 3,5 ბალი დაიმსახურა. მეორე ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილმა უკეთესი შეფასება, 3 ბალი დაიმსახურა, მაგრამ მისმა გუნდმა კვლავ ვერ მოიგო, ხოლო ქართველმა კაპიტანმა მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგი ტურის მატჩს გამოტოვებს.

"ვიტესში" საგოლე პასით გამოირჩია გიორგი ჭანტურია. უნგრეთში ლიდერობს რატი ალექსიძის "დიორი ეტო", რომელმაც 4:0 მოუგო "კეჩკემეტს". პირველი გოლი მას მერე გავიდა, რაც რატი სტუმართა მეკარემ საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა.

თურქეთში მეორე შეხვედრა ითამაშა აკაკი ხუბუტიამ და გაიტანა კიდეც, თუმცა მისი სადებიუტო გასროლა არ ეყო თუნდაც ფრეს "სამსუნსპორი" "მანიშასპორთან" 1:2 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა