პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ ბოლო ორი თვის განმავლობაში მესამედ მოუგო ზვონარევას
რუსმა ვერა ზვონარევამ ვერ შეძლო ტოკიოს სუპერტურნირის მოგება და შესაბამისად, ვერ დაიბრუნა WTA-ის რეიტინგში მეორე ადგილი. პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ ბოლო ორი თვის განმავლობაში მესამედ მოუგო ზვონარევას.

რუსი და პოლონელი წელს უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. წლის დასაწყისში ვერამ მაიამიში მოიგო, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში რადვანსკამ მეტოქეს რამდენიმე დღის განმავლობაში ორჯერ აჯობა. მიუხედავად ამისა, ფინალში გამარჯვებულის პროგნოზირება რთული იყო, რადგან ზვონარევამ ისე მიაღწია გადამწყვეტ მატჩამდე, რომ არც ერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული.

აგნიეშკა ტრადიციულად კარგად მოქმედებდა დაცვაში, მაგრამ, როგორც კი შესაძლებლობა ეძლეოდა, მაშინვე კონტრშეტევაზე გადადიოდა.

ზვონარევამ მეტოქის ასეთ ტაქტიკას აქტიური თამაში და ბადესთან ხშირი გასვლები დაუპირისპირა. პირველი ორი გეიმის განმავლობაში რუსი ექვსჯერ წარმატებით გავიდა ბადესთან და ბრეიკით დაწინაურდა. ზვონარევას მეორე ბრეიკის შანსიც ჰქონდა, მაგრამ გეიმის ბოლოს უზუსტოდ ითამაშა, ამის შემდეგ კი მის თამაშში ჩავარდნის პერიოდი დადგა. მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ინიციატივა მეტოქეს გადააბარა.

სეტის შუაში ვერასთან მწვრთნელი გავიდა და შეგირდის დამშვიდება სცადა. მაგრამ დამრიგებელთან გასაუბრებამ ჩოგბურთელს ვერ უშველა - შეცდომების რიცხვმა არ იკლო, იმ დროს, როცა აგნიეშკა თითქმის არ ცდებოდა. პარტიის ბოლოს ზვონარევამ გაიბრძოლა, სამი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მეოთხეზე ისევ შეცდომა დაუშვა.

მეორე პარტიაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ზვონარევას უკანა ხაზზე სტაბილურობა არ ყოფნიდა. პოლონელი ბრწყინვალედ მოძრაობდა და კორტის მეორე მხარეს ყველაზე რთულ ბურთებსაც აგდებდა.

სეტის შუაში ვერას თამაში ოდნავ გამოსწორდა, რამაც რუსს ბრეიკი მოუტანა (მეტოქის გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო), მაგრამ მომდევნო გეიმში რადვანსკამ იგივეთი უპასუხა მეტოქეს, შემდეგ კი პირველივე ცდაზე ჩააწოდა მატჩზე - 6:3, 6:2. მთელი მატჩის განმავლობაში პოლონელს მხოლოდ ექვსი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, იმ დროს, როცა ზვონარევამ 35 შეცდომა დაუშვა.

ასე რომ, რეიტინგის მეორე ადგილზე მარია შარაპოვა დარჩება, ზვონარევა კი მესამე იქნება. ამასთან, მომდევნო კვირას ვერა შეიძლება დაქვეითდეს კლასიფიკაციაში, რადგან პეკინის ტურნირზე 700 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. რაც შეეხება რადვანსკას, მან მხოლოდ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ, თუმცა შესამჩნევად მიუახლოვდა პირველ ათეულს.

ამ კვირას კი პეკინში გაიმართება Premier 5-ის სერიის ბოლო ტურნირი. აქ მეორე წრიდან დაიწყებენ ბრძოლას ტოკიოს ტურნირის ნახევარფინალისტები - აზარენკა, კვიტოვა, ზვონარევა და რადვანსკა, დანარჩენები პირველი წრიდან იღებენ სტარტს. ჩინეთის დედაქალაქში ყველა უძლიერესი შეიკრიბა დები უილიამსებისა და მარია შარაპოვას გარდა.

WTA

Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 050 000 დოლარი

ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-ვერა ზვონარევა (რუს, 4) 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა