"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი, მოგეხსენებათ, თავისი შეხედულების ჯიქურ გამოთქმას არასდროს გაურბის. აი, ახლაც, მან პირდაპირ...

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი, მოგეხსენებათ, თავისი შეხედულების ჯიქურ გამოთქმას არასდროს გაურბის. აი, ახლაც, მან პირდაპირ თქვა რასაც ფიქრობდა თანაქალაქელი "სიტის" სატრანსფერო პოლიტიკაზე, რომელიც იაპონელ კამიკაძეთა მოქმედებას შეადარა. როგორც ჩანს მოქიშპის ბოლო ნაბიჯმა ფერგი განსაკუთრებით გააბრაზა: "სიტიმ" "ასტონ ვილადან" ჯეიმს მილნერის გადაბირების ამბავიც მოაგვარა. ისტლენდელებმა ბირმინგემელებს 24 მილიონი ფუნტი გადაუხადეს და ჯამში გამოვიდა, რომ რობერტო მანჩინიმ ამ ზაფხულს სულ 130 მილიონი ფუნტი დახარჯა. მათთვის, ვისთვისაც ფუნტი არაფერს ნიშნავს:

ლაპარაკია 203,134 ამერიკულ დოლარზე ან 157,958 ევროზე. კიდევ, მოგეხსენებათ "სიტიმ", ამ დღეებში, "ინტერიდან" მარიო ბალოტელიც იყიდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რაც არაბი შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი ამ ინგლისური კლუბის მეპატრონე გახდა, მისი ზარდახშიდან ფეხბურთელების ყიდვაზე 325 მილიონი ფუნტი (507,837 მილიონი დოლარი) დაიხარჯა. ეს ბოლო ორი წლის ამბავია.

და რამდენი დახარჯა ამ ზაფხულს თავად სერ ალექსმა? მხოლოდ 25 მილიონი ფუნტი. ჰოდა, ლეგენდარული შოტლანდიელი აღშფოთებულია.

ის ამტკიცებს, რომ ახალგამოჩენილი მფლანგველი მეპატრონეები ფეხბურთელების ფასებს და მათ ხელფასებს არანორმალურად ზევით სწევენ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფერგიუსონმა თავი აარიდა კონკრეტული ხალხის დასახელებას. მაგალითად, მას არ უხსენებია "სიტის" ახალი შენაძენი იაია ტურე, რომელსაც ისტლენდზე კვირაში 220 ათასი ფუნტი დაუნიშნეს (343,766 ათასი დოლარი), თუმცა ასე ბრძანა:

"ბოლო ორ-სამ წელიწადში ჩვენ ვნახეთ, რომ ფეხბურთის კლუბები ძალიან მდიდარმა მეპატრონეებმა იყიდეს. ისინი კამიკაძეებივით იქცევიან, გაუაზრებლად ხარჯავენ ფულს. დაუჯერებელი რაოდენობის თანხები იხარჯება და ვერ ვხედავ ამის შეჩერების წინაპირობას. ჩემი ვარაუდით, ეს კიდევ ორ-სამ წელიწადს გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, რაღაც მომენტში ეს ხალხი უნდა მიხვდეს, რომ სახსრების განუწყვეტელი ხარჯვა სულაც არ ნიშნავს შედეგს".

ზემოხსენებულ 25 მილიონ ფუნტად ფერგიუსონმა სამი ყმაწვილკაცი იყიდა: მექსიკელი ხავიერ ერნანდესი, კრის სმოლინგი და პორტუგალიელი ბებე. "იუნაიტედის" თავკაცმა დასძინა:

"ჩვენ შეგვეძლო დიდ თანხად ერთი ან ორი ცნობილი ფეხბურთელი გვეყიდა, მაგრამ მართალი გითხრათ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენს გუნდს ახლანდელზე გაცილებით ძლიერ გუნდად აქცევდნენ".

"სიტის" ვაჭრობათაგან კიდევ აღსანიშნავია, რომ ისტლენდელებმა თავიანთი ირლანდიელი ნახევარმცველი სტივენ აირლენდი მილნერის "შემხვედრი მიმართულებით" გაუშვეს. ის "ასტონ ვილაში" გადავიდა.

მანჩინიმ მილნერის შესახებ ასე თქვა: "იგი ძალიან მნიშვნელოვანი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა