სტოკჰოლმში ლეგენდარული შვედი ჰოკეისტი სვენტ "ტუმბა" იუჰანსონი გარდაიცვალა
სტოკჰოლმში გარდაიცვალა ლეგენდარული შვედი ჰოკეისტი სვენტ "ტუმბა" იუჰანსონი. მოთამაშე, რომელსაც შვედეთის ისტორიაში საუკეთესო ჰოკეისტად აღიარებდნენ, 80 წლის იყო.

სპორტსმენი შვედეთის ქალაქ ტუმბაში დაიბადა და სწორედ ამ სახელით შეცვალა მოგვიანებით თავისი ნამდვილი გვარი - იუჰანსონი. ის თანამედროვე ჰოკეის ერთ-ერთი პიონერი იყო, კერძოდ, პირველი ევროპელი გახლდათ, რომელიც ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდის საწვრთნელ ბანაკში მიიწვიეს.

კარიერის დიდი ნაწილი სვენ ტუმბამ სამშობლოში გაატარა და რვაჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი. შვედეთის ნაკრების რიგებში ჰოკეისტმა მსოფლიოს 14 ჩემპიონატი და ოთხი ოლიმპიადა ითამაშა.

ჰოკეის გარდა ტუმბა ფეხბურთსაც თამაშობდა და 1959 წელს "იურგორდენის" რიგებში შვედეთის ჩემპიონიც გახდა. ჰოკეისტის კარიერის დასრულების შემდეგ სვენ ტუმბა შვედეთში გოლფის პოპულარიზაციაზე ზრუნავდა და გოლფ-კლუბების დიზაინერად მუშაობდა.

1997 წელს სვენ ტუმბა ჰოკეის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს. ორი წლის შემდეგ კი შვედეთის ჰოკეის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. გამოკითხვაში მან პეტერ ფორსბერგსა და მატს სუნდინს აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა