მთავარი პრიზისთვის მებრძოლთა შორის არიან თბილისელები - ლევან ფანცულაია (რეიტინგი - 2614) და დავით არუთინიანი (2577)
გასულ უქმეებზე ჩინეთში დაიწყო მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 7 ქვეყნის 78 წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის 33 დიდოსტატი და 13 საერთაშორისო ოსტატი.

მთავარი პრიზისთვის მებრძოლთა შორის არიან თბილისელები - ლევან ფანცულაია (რეიტინგი - 2614) და დავით არუთინიანი (2577).

ასპარეზობის რეიტინგფავორიტია ვიეტნამელი ლი ქუანგ ლიემი (2717). მის გარდა, შეჯიბრებაში 2700-იანი კლუბის კიდევ ორი წევრი მონაწილეობს. ესენი არიან ჩინელები - ვან იუე (2716) და ლი ჩაო (2710).

ჩვენებურთგან არუთინიანმა პირველი ორ ტურში ჩინელებს - მუ კენსა და მო ჟაის სძლია, ფანცულაია სტარტზე ჩინელ იუ ვანს დაუზავდა, მეორეში კი ვიეტნამელი დიდოსტატი ქალბატონი ნგუენ თი თან ანი დაამარცხა.

მე-3 ტურში არუთინიანმა პარიმარიან ნეგისთან (ინდოეთი) წააგო, ფანცულაიამ კი ქინგნან ლიუს (ჩინეთი) სძლია.

გუშინ მე-4 ტურში ლევან ფანცულაია თეთრი ფიგურებით ჩინელ დეშენ ქსიუს დაუზავდა და 3 ქულას მოუყარა თავი. სამწუხაროდ, თეთრებით დამარცხდა დავით არუთინიანი - მას მასპინძელმა ძიან ჟანმა აჯობა. დავითს ორი ქულა აქვს. შეჯიბრებას 3,5-3,5 ქულით პარიმარიან ნეგი (ინდოეთი), ვეიქი ჟოუ (ჩინეთი) და ნგუენ ნგოკ თრონგ სონი (ვიეტნამი) მოწინავეობენ.

დღეს მე-5 ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა