საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა ლორან ბლანმა ალბანეთთან და ბოსნიასთან მატჩების წინ რიბერი, მატუიდი, ბენზემა და სანია მოისაკლისა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ალბანეთთან და ბოსნიასთან შესარჩევი მატჩების წინ ტრავმების გამო ფრანკ რიბერი, ბლეზ მატუიდი, კარიმ ბენზემა და ბაკარი სანია მოისაკლისა.

ბუნებრივია, წამყვან ფეხბურთელებს მუსიე ლორანმა შემცვლელები მოეძებნა. მათ მაგივრად “კლერფონტენის” ბაზაზე ლაციოელი ჯიბრილ სისე და ვალენსიელი ჟერემი მატიე გამოცხადნენ. ბლანის პრობლემები ამით არ ამოიწურება, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო საეჭვოა ერიკ აბიდალისა და კევინ გამეიროს თამაშიც.

ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ჯიბრილ სისე ჟურნალისტთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მან ბევრი ილაპარაკა იმ გრძნობებზე, რაც მას ეროვნულ გუნდში დაბრუნებამ მოჰგვარა. ჯიბრილმა საკლუბო კარიერაზეც დაძრა სიტყვა და განაცხადა, რომ ზაფხულზე კარიერის გაგრძელების წარმოუდგენლად სარფიან წინადადებაზე თქვა უარი, რადგან ჯერ კიდევ აქვს ამბიცია, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

“ზაფხულზე ნამდვილად არანორმალური წინადადება მქონდა. ისინი ნამდვილად ავად იყვნენ, რადგან ჩინეთის ჩემპიონი “გუანჩჟოუ” 2,5-წლიან კონტრაქტში 20 მილიონ ევროს მთავაზობდა. თუმცა იქ გამგზავრება ჩემთვის ძალიან ადრეა. სათამაშოდ არასოდეს წავალ ისეთ ქვეყანაში, საიდანაც საფრანგეთის ნაკრებში თამაშის შანსი აღარასოდეს მომეცემა. ვიცი, რომ ამ გუნდისთვის ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია, რადგან როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, თავს კარგად ვგრძნობ.

მართალია, ტრავმების გამო სისწრაფე მომაკლდა, მაგრამ ახლა გამოცდილებაც მეტი მაქვს და ტაქტიკურადაც ბევრად უკეთ ვარ განსწავლული. რაც შემიძლია ყველაფრის ჩვენებას სწორედ ნაკრების მაისურით ვაპირებ. ნაკრებისთვის წარსული მხოლოდ მას მერე გავხდები, როცა ფეხბურთის თამაშს თავს დავანებებ. იქამდე ეს გამორიცხულია,” - განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.

რაკი “სამფეროვანთა” შესახებ ვწერთ, აქვე გეტყვით, რომ ფრანგული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი გაელ კაკუტა მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელად კონგოს ნაკრებში გამოიძახეს. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელმა:

“მოულოდნელად კონგოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლოდ ლე როიმ დამირეკა და ნაკრებში გამოძახება მომილოცა. რაზე იყო ლაპარაკი თავიდან ნამდვილად ვერ მივხვდი. გამიკვირდა, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში ყოველთვის საფრანგეთის სახელით ვთამაშობდი და ვოცნებობ, ოდესმე ამავე ქვეყნის ეროვნულ გუნდში მოვხვდე”. გეტყვით, რომ “ფულჰემის” 20 წლის ნახევარმცველს საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში 55 შეხვედრა აქვს ჩაატრებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო