დიდი დიღმის სავარჯიშო ველოტრეკზე ტრეკზე რბოლებში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
დიდი დიღმის სავარჯიშო ველოტრეკზე ტრეკზე რბოლებში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ვინაიდან ჩვენში ველოსიპედისტთა რაოდენობა ერთობ მცირეა, კურიოზამდე მივიდა საქმე. მაგალითად: დიდებში, 1 კილომეტრზე ჰიტში გაიმარჯვა გიორგი ნადირაძემ, მაგრამ ძალიანაც რომ სდომებოდა, ვერ დამარცხდებოდა, რადგან ის მარტო გავიდა სტარტზე და ბუნებრივია ფინიშთანაც პირველი მივიდოდა - 1.15,50. ეს სპორტსმენი 4 კილომეტრიან დისტანციაზეც მარტო ასპარეზობდა და თავისთასად აქაც გაიმარჯვა - 5:18:82.

თუ რატომ გვყავს ასე ცოტა ველოსიპედისტი ეს ცალკე და დიდი საუბრის თემაა,მოგვიანებით იქნებ ამაზე სასაუბროდაც მოვიცალოთ.

ერთი სასიხარულო ამბავი მაინც მოხდა ამ ტურნირზე. ხუთთვიანი ინტერვალის შემდეგ ტრეკზე გამოჩნდა ჩვენში სატრეკო ველორბოლის ლიდერი დავით ასკურავა. ალბათ გახსოვთ, დავითი წლეულს ივლის-აგვისტოში გასამართი ევროპის ახალგაზრდული და ელიტარული ჩემპიონატებისთვის ემზადებოდა, მაგრამ რომ შეიტყო, არსაიდან დაფინანსება არ ჩანდა და არც პერსპექტივა იყო სახეირო, სპორტსმენმა გული აიცრუა და როდის-როდის შეძენილი ველოსიპედი, ნამდვილად და არა გადატანითი მნიშვნელობით, ლურსმანზე ჩამოკიდა.

მოვიდა და გაიმარჯვა! სრულებით უვარჯიშებელმა 200-მეტრიანი დისტანცია და მეორე დღეს სპრინტიც მოიგო. ამ დისციპლინაში კი ნამდვილად პროგრესი მოხდა. სტარტზე ორი სპორტსმენი გამოვიდა - ასკურავა და ნადირაძე. გამაჯვებულის შედეგია 11.62, ნადირაძისა - 12,81. რასაკვირველია, სპრინტშიც ეს ორი სპორტსმენი ექიშპებოდა ერთმანეთს და აქაც ასკურავამ აჯობა მეტოქეს.

დაბრუნების მიზეზი კი ერთობ პროზაულია. ამით დავით ასკურავამ პატივი სცა ტრაგიკულად დაღუპული მისი მწვრთნელის- ალბერტ თავაძის ხსოვნას. ასკურავას და მის უკვე ერთადერთ მწვრთნელს როდიკო მეიშვილს ახლა გადაწყვეტილი აქვთ, 2012 წლის 17-19 თებერვალს ლონდონში გასამართი მსოფლიოს თასის მეოთხე ეტაპისთვის მოემზადონ, რადგან საწყისი სამი ეტაპისთვის დაკარგულის დაბრუნებას ვერ მოასწრებენ.

სხვათა შორის, თავაძის კიდევ ერთმა შეგირდმა, გიორგი პეტრინმა უმცროს ასაკობრივ ჯგუფში თავი გამოიჩინა - მან ორი დისციპლინა მოიგო, ერთში კი მეორე ადგილზე გავიდა. პეტრინი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება.

ჭაბუკებში საუკეთესო იყო 150-ე საჯარო სკოლის XII კლასელი ირაკლი ბაბლიძე, რომელმაც ოთხივე დისციპლინა მოიგო და აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. იგი თამაზ კიკნაძის მოწაფეა.

დავით ჭელიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა