ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კიმი გზაგასაყარზე

კიმი გზაგასაყარზე

მას შემდეგ, რაც კიმი რაიკონენი ფორმულა 1-დან წავიდა, მისი ერთ-ერთი სპონსორი კომპანია "რედ ბული" გახდა
მას შემდეგ, რაც კიმი რაიკონენი ფორმულა 1-დან წავიდა, მისი ერთ-ერთი სპონსორი გახდა კომპანია "რედ ბული": რალის მანქანა "სიტროენი", რომლითაც ფინელი შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდიოდა, ავსტრიული კონცერნის საფირმო ფერებში იყო გადაწყვეტილი. კიმი დღესაც ინარჩუნებს ამ საქმიან კავშირებს და ამ დღეებში "რედ ბულის" პრესსამსახურმა გამოაქვეყნა საინტერესო მოსაზრება მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონის მომავალი კარიერის შესახებ...

გასულ უქმეებზე გამართული რალი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა კიმი რაიკონენისთვის: ეს რბოლა მისთვის სულელური ავარიით დასრულდა. რა შეიძლება ითქვას "აისმენის" მომავალ პერსპექტივებზე, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ფორმულა 1-ში მის სავარაუდო დაბრუნებაზე.

საფრანგეთის რალის პირველ დღეს ფინელი ჩვეულებრივი გზით მიემართებოდა მესამე სპეცმონაკვეთის სტარტისკენ, თან საბურავებს ახურებდა და ამ დროს მოახერხა უკნიდან დაჯახებოდა ჰენინგ სოლბერგის "ფორდ ფიესტას". დარტყმის გამო "სიტროენის" წინა დაკიდება გამოვიდა მწყობრიდან და რაიკონენი ბრძოლას ჩამოცილდა.

ფინელის შტურმანმა, გამოცდილმა კაი ლინდსტრიომმა განაცხადა, რომ ასეთი ინციდენტები პერიოდულად ხდება და ამაში არავის ბრალი არ არის. ის, ვინც წინ მიდის და მკეთრად ამუხრუჭებს, ხოლო ის, ვინც უკანაა და აჩქარებას იწყებს, ამ შემთხვევაში შეჯახება გარდაუვალია.

საფრანგეთის რალის ნაადრევად დასრულება იმას ნიშნავს, რომ კიმის ზედმეტი ორი დღე გამოუჩნდა იმისთვის, რომ მთავარზე დაფიქრდეს: რა საქმიანობა აირჩიოს მომავალ წელს. დადის ჭორი ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე, კერძოდ, "უილიამსის" შემადგენლობაში, მაგრამ არსებობს მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტი: მას შეუძლია კარიერა გააგრძელოს რალიში. როგორც თავად რაიკონენი ამბობს, ყოველთვის შეიძლება აარჩიო მესამე ვარიანტი და არაფერი აკეთო. მოდით, შანსები შევაფასოთ.

ფორმულა 1-ში დაბრუნება

კიმი ტუმრობდა "უილიამსის" ბაზას გროუვიში: ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა, რა თქმა უნდა, იცის, რა ნიშნავს "სამეფო რბოლები" და რა სჭირდება პილოტს წარმატების მისაღწევად.

პლუსი: კიმისთვის აქ ყველაფერი ნაცნობია; თან ფორმულა 1-ში შეიძლება უფრო მეტი თანხა გამოიმუშავო, ვიდრე რალიში.

მინუსი: "უილიამსს" ვერ მივაკუთვნებთ ტოპ-გუნდების კატეგორიას; თავის დროზე, კიმს მობეზრდა ფორმულა 1; იქ საქმე აქვს პირანიებივით ბოროტ ჟურნალისტებთან; ნუთუ ის მზად არის მეორედ შესცუროს იგივე მდინარეში?

რალიში გააგრძელოს კარიერა

რაიკონენს რალიში გამოსვლის ორწლიანი სტაჟი გააჩნია და ის თანდათან აგროვებს გამოცდილებას და იმაღლებს ოსტატობას. რატომ არ უნდა გააგრძელოს ამ სერიაში კარიერა?

პლუსი: მეორე სეზონში უფრო იოლად ძლევს სირთულეებს; რალი - ძალიან მხიარული სარბოლო სერიაა; ჩემპიონატი მხოლოდ 13 ეტაპისგან შედგება, ჟურნალისტები კი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ.

მინუსი: როგორც ჩანს, რალის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ფორმულა 1-ის, თანაც ის არც ისე მომგებიანიაა ფინანსურად. და თუ ზამთარში შვედეთის ეტაპზე ტრასიდან გადავარდი, დიდი შანსია იმისა, რომ მანქანაში გაიყინო.

პენსიაში გასვლა

თუ არ იცი რა საქმით დაკავდე, მაშინ არაფერი არ გააკეთო. "აისმენს" ფული არ სჭირდება და ალბათ, წუხს იმის გამო, რომ შინ ძვირფასი სათამაშოების (რარიტეტული მანქანები) კოლექცია დაუგროვდა, მაგრამ გასართობად დრო არ აქვს.

პლუსი: რა საჭიროა მუშაობა, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს? არაფრის კეთება - ამ რთული ამოცანის სავსებით ლოგიკური გადაწყვეტაა. გარდა ამისა, კიმის უამრავი თავისუფალი დრო გაუჩნდა. ამიტომაც არის ეს ვარიანტი ძალიან მომხიბვლელი.

მინუსი: შეიძლება მალე მოწყინდეს უსაქმურობა. თუმცა ეს მხოლოდ ერთადერთი მინუსია.

სხვა სერიებში გამოსვლა

კიმიმ უკვე მოსინჯა ძალები ნასკარის სერიაში და ასევე იჯდა Peugeot 908-ის საჭესთან, რომელიც ლე მანის 24-საათიანი რბოლისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ ახალმა გასართობებმა ძალიან გაიტაცა. მეორე მხრივ, არსებობს აგრეთვე DTM-ის სერია.

პლუსი: არც ისე დიდი ზეწოლა, მინიმალური ყურადღება პრესის მხრიდან, ბევრი დაზოგილი დრო. თან შენ საყვარელ საქმეს აკეთებ - რბოლებში მონაწილეობ. იდეალური გადაწყვეტილებაა?

მინუსი: საჭიროა თუ არა კარიერის გაგრძელება სხვა რბოლებში, როცა უკვე მოგებული გაქვს ჩემპიონის ტიტული ფორმულა 1-ში? მოსაწყენი ხომ არ იქნება?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის

ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა

მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა