წინასასეზონო მატჩები ოფიციალურად გაუქმებულია, ამიტომაც მინიმალურია იმის შანსი, რომ 2011-12 წლების სეზონში რეგულარული ჩემპიონატი გაიმართოს
გუშინ, ნიუ იორკში NBA-ის ხელმძღვანელობისა და მოთამაშეთა პროფკავშირის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართა. მხარეებმა ისევ ვერ შეძლეს კომპრომისის გამონახვა ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე.

წინასასეზონო მატჩები ოფიციალურად გაუქმებულია, ამიტომაც მინიმალურია იმის შანსი, რომ 2011-12 წლების სეზონში რეგულარული ჩემპიონატი გაიმართოს.

ბოლო შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მას ესწრებოდა ათი კლუბის მფლობელი და რამდენიმე კალათბურთელი, მათ შორის კობი ბრაიანტი, პოლ პირსი და ამარე სტაუდმაიერი.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც ლიგის კომისარმა დევიდ სტერნმა განაცხადა, მთავარი განსახილველი საკითხი იყო შემოსავლის თანაბრად გაყოფა, მაგრამ მოთამაშეებმა უარი განაცხადეს ამ ვარიანტზე.

"ჩვენ ვერ მივაღწიეთ პროგრესს, რომლის იმედიც ნამდვილად გვქონდა. ამიტომაც მოლაპარაკებების გაგრძელება არ შეგვიძლია. პირადად მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობდი, რომ ჩვენ გავაგრძელებდით შეხვედრებს და მოვნახავდით ამ და სხვა საკითხებში საერთო ენას. ვფიქრობ, შემოსავლების 50/50-ზე გაყოფის ვარიანტს აქვს არსებობის უფლება. ამას შეიძლება ვუწოდოთ პარტნიორობა", - განაცხადა სტერნმა.

ასე რომ, გუნდების საწვრთნელი ბანაკები და წინასასეზონო მატჩები გაუქმებულია. თუ ორშაბათისთვის მხარეები კომპრომისს ვერ მიაღწევენ, გაუქმებულად გამოცხადდება რეგულარული ჩემპიონატის პირველი ორი კვირა.

"თუ ორშაბათისთვის ვერ მოვასწრებთ მოლაპარაკებას, რეგულარული ჩემპიონატის პირველ ორ კვირას ოფიციალურად გავაუქმებთ", - ამბობს დევიდ სტერნი.

პროფკავშირების თავმჯდომარემ დერეკ ფიშერმა განაცხადა, რომ სეზონის გაუქმების მუქარით კალათბურთელები დათმობაზე არ წავლენ.

"კლუბების მფლობელებს ჰგონიათ, რომ თუ მომავალი სეზონის რამდენიმე მატჩი გაუქმდება, მოთამაშეები მაშინვე დასხდებიან და კოლექტიური ხელშეკრულების ნებისმიერ ვარიანტს დაუჭერენ მხარს. ეს ასე არ არის. კალათბურთელები მზად არიან გამოტოვონ ახალი სეზონი", - ამბობს ფიშერი Yahoo! Sports-თან კომენტარში.

ამ მომენტისთვის ლიგისა და პროფკავშირის გეგმებში არ შედის ახალი მოლაპარაკების გამართვა. ასე რომ, ამ ეტაპისთვის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი ასეთია - საუკეთესო შემთხვევაში სეზონი დაგვიანებით დაიწყება, როგორც ეს 1998-99 წლებში იყო. თუმცა ამ ეტაპზე ესეც გაურკვეველია.

კობის საკითხიც ჩიხშია

ლიგის და მოთამაშეთა პროფკავშირებით გუშინდელი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვარსკვლავის კობი ბრაიანტის იტალიაში გადაბარგების საკითხი. თუმცა კობისა და ბოლონიას "ვირტუსს" შორის მოლაპარაკებების პროცესიც ჩიხში არის მოქცეული. ამერიკელმა ჟურნალისტებმა სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს კალიფორნიელ კალათბურთელს.

"ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ჩემი ტრანსფერის საკითხი ჰაერში დაეკიდა", - მოკლედ უპასუხა მცველმა.

"ეს ნორმალურია. თუ კობი იტალიაში გადავა, მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. და, რა თქმა უნდა, დაბრუნებას", - კომენტარი გაუკეთა იტალიაში ბრაიანტის სავარაუდო გამგზავრებას ლიგის კომისარმა დევიდ სტერნმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო