ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონი ორტისთან ბოლო ბრძოლაზე, პაკიაოსთან სავარაოდო შეხვედრაზე, სპორტულ ანალიტიკოსთან ლარი მერჩანტთან კონფლიქტზე საუბრობს
ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონმა, 34 წლის ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემას, სადაც საკუთარი აზრი გამოხატა რამდენიმე საკითხზე - ვიქტორ ორტისთან ბოლო ბრძოლის სკანდალურ დასასრულზე, მენი პაკიაოსთან სავარაუდო შეხვედრაზე და ცნობილ სპორტულ ანალიტიკოსთან ლარი მერჩანტთან კონფლიქტზე.

პაკიაოსთან შეხვედრაზე

სინამდვილეში, არ მაღელვებს ისეთი მოკრივე, რომელიც რაღაცას მალავს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ის თავისას. ვამარცხებ მოკრივეებს, რომლებსაც ჩემამდე წაგება არ ჰქონიათ. ვუგებ იმ მებრძოლებს, რომლებიც კარიერის ზენიტში იმყოფებიან. ის კი ეჩხუბება იმათ, რომლებიც ჩემს შემდეგ რჩებიან. ყველა ამბობს - თუ საუკეთესო ხარ, გაიარე დოპინგ-ტესტი.

მესამე ბრძოლა პაკიაოსა და მარკესს შორის

მენი პაკიაო უკვე ორჯერ ეჩხუბა მარკესს და რამდენჯერმე გაგზავნა ნოკდაუნში, მაგრამ მარკესმა უფრო მეტი რაუნდი მოიგო. საბოლოოდ, მათ ფრე ჰქონდათ პირველ ბრძოლაში და პაკიაოს ერთი ქულით მოგება - მეორეში. ორი წელი კრივის გარეშე გავატარე, დავბრუნდი და მარკესს შევხვდი - ეს იოლი სამუშაო იყო. ბევრი ამბობს, რომ მარკესისთვის ძალიან დიდი ვიყავი, სამაგიეროდ, დიდი არ ვარ პაკიაოსთვის - ჩვენ თითქმის ერთნაირი გაბარიტები გვაქვს.

პრეტენზიები მერჩანტის მიმართ

ვარაუდობენ, რომ ის არის ექსპერტი კრივის სფეროში, მაგრამ მას რინგზე არასოდეს უჩხუბია. მაშინ რინგზე ერთადერთი რამის გაკეთება მინდოდა - მიმემართა ხალხისთვის, რომლებიც ლას ვეგასში ჩამოვიდნენ და ფული დახარჯეს და იმათთვის, ვისაც ნაყიდი ჰქონდა ფასიანი ტელეტრანსლაცია. მინდოდა მადლობა გადამეხადა, ის კი ისევ და ისევ ერთი და იგივე შეკითხვას მისვამდა. და ასე გრძელდებოდა გაუთავებლად.

ლარი მერჩანტს, ემანუელ სტიუარდს, ჯიმ ლემპლის იმედი აქვთ, რომ იპოვნიან მოკრივეს, რომელიც ჩემს დამარცხებას შეძლებს. მირჩევნია ჩემზე ილაპარაკონ ისეთებმა, როგორიცაა ლენოქს ლუისი ან ის ბიჭები, რომლებიც რინგზე არიან ნამყოფი.

შემდეგი მეტოქე

ჯერ არ ვიცით. ჩვენ უბრალოდ გვინდა ხალხს მივცეთ ის, რისი ხილვაც სურთ.

კონფლიქტი ოსკარ დე ლა ჰოიასთან

მას შურს ჩემი. ის შურიანია. ოქროს გოგონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა