ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ანას კოსმოსური ტემპი

ანას კოსმოსური ტემპი

პეკინში ჩოგბურთელებმა მეორე წრე დაასრულეს და პარალელურად, მერვედფინალში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა
გუშინ, პეკინში ჩოგბურთელებმა მეორე წრე დაასრულეს და პარალელურად, მერვედფინალში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა.

მეორე წრის ბარიერი ვიქტორია აზარენკამ, აგნიეშკა რადვანსკამ და მონიკა ნიკულესკუმ გაიარეს. ბელარუსელის მატჩი სლოვენიელ პოლონა ჰერცოგთან იმაზე დაძაბული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ელოდნენ. პირველ პარტიაში პოლონა ბრეიკით იგებდა და სეტზე აწვდიდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი დაძაბული ტაი-ბრეიკი წააგო - 8:10. მეორე სეტი აზარენკასთვის უფრო მარტივი გამოვიდა - სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება - 6:3. სხვათა შორის ჰერცოგმა 11 ეისი ჩააწოდა, ვიქტორია კი შემდეგ წრეში ანასტასია პავლიუჩენკოვას შეხვდება.

აზარენკას მოპოვებული აქვს საგზური სტამბოლის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რადვანსკა კი ჯერაც იბრძვის იქ მოსახვედრად. გასულ კვირას ტოკიოს ტურნირის ჩემპიონმა პირველ წრეში მასპინძელ ჟიე ჟენგთან ითამაშა. პირველ სეტში პოლონელის უპირატესობა უდიდესი იყო - ჩინელი დიდი გაჭირვებით გაექცა "მშრალი" ანგარიშით მარცხს. ამის შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა - ჟენგი უფრო აქტიურად ათამაშდა, აგნიეშკამ კი ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც მოახერხა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა - 6:1, 6:4. მესამე სეტში მას სოფია არვიდსონთან მოუწევს შეხვედრა, რომელმაც წინა დღეს უიმბლდონის ჩემპიონ პეტრა კვიტოვას მოუგო.

ყველაზე დიდი ინტერესით ვერა ზვონარევასა და ანა ივანოვიჩის შეხვედრას ელოდნენ, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. ეს ჩოგბურთელები მეათედ ხვდებოდნენ ერთმანეთს (ზვონარევა წინ იყო - 5:4), მათი ბოლო მატჩები კი საკმაოდ დაძაბული გამოდიოდა. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 2009 წელს ინდიან უელსის ფინალი, როცა ზვონარევამ სამ სეტში მოიგო კარიერაში პირველი დიდი ტიტული.

ამჯერად ზვონარევამ ბრეიკით დაიწყო, მაგრამ მისი სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა. თამაშს ბოლომდე სერბი ჩოგბურთელი აკონტროლებდა, რუსი კი მისი შეტევების მოგერიებით იყო დაკავებული. მთელი მატჩის განმავლობაში ვერას მხოლოდ ოთხი "ვინერსი" ჰქონდა, ივანოვიჩს - 29! საერთო ჯამში, შეხვედრის დასაწყისში ბრეიკების გაცვლის შემდეგ ბრძოლა მხოლოდ ორ ბოლო გეიმში იყო. 1:4-ზე ზვონარევამ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ მაინც წააგო.

დაახლოებით იგივე მოხდა ანას მოწოდებაზე - ზვონარევამ ორი მატჩბოლი გადაარჩინა, მაგრამ ბრეიკის გაკეთება ვერ შეძლო. საბოლოოდ, 6:2, 6:1 ივანოვიჩის სასარგებლოდ. სერბს ბოლო დროს ასე კარგად არ უთამაშია, ამიტომაც ის პეკინის ტიტულის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად უნდა განვიხილოთ.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრის მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მარიონ ბარტოლისა და ანდრეა პეტკოვიჩის შეხვედრას. როგორც უკვე ვწერდით, პეტკოვიჩს არ ჰქონდა ამ მატჩის წაგების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგავდა WTA-ის საჩემპიონო რბოლაში მერვე ადგილზე მყოფი ბარტოლის დაწევის შანსს. შესაბამისად, ჩოგბურთელებმა ამ სათამაშო დღეს ყველაზე დაძაბული მატჩი ჩაატარეს.

პირველ სეტში გერმანელმა ალღო ვერ აუღო ფრანგის უცნაურ დარტყმებს და ბარტოლიმ 6:4 გაიმარჯვა. ამის შემდეგ მარიონმა ბრეიკით დაიწყო მეორე პარტია, მაგრამ ანდრეამ მკვეთრად მოუმატა აქტიურობას, შეამცირა შეცდომების პროცენტი, რისი წყალობითაც ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო. სეტზე ჩაწოდება პეტკოვიჩმა ვერ მოახერხა, მაგრამ შემდეგ გეიმში მიღებაზე იხეირა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი დრამატულად განვითარდა. ანდრეამ შეინარჩუნა აქტიური რითმი და თითქოს ყველაფერი ბარტოლის განადგურებისკენ მიდიოდა. პეტკოვიჩი 5:1-ს იგებდა, როცა ბარტოლიმ მატჩის გადარჩენა განიზრახა, გერმანელს კი ნერვები ღალატობდა. მატჩბოლების განიავების შემდეგ, ანდრეამ ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო, მაგრამ შემდეგ დროულად მოეგო გონს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 4:6, 6:4, 7:5. ასე რომ, მარიონმა ვერ შეძლო საჩემპიონო რბოლაში პეტკოვიჩისგან და რადვანსკასგან შორს წასვლა. იმ შემთხვევაში, თუ ამ დუეტისგან რომელიმე პეკინში ფინალს მიაღწევს, ფრანგი დაკარგავს მერვე ადგილს, რომელიც სტამბოლის საგზურს იძლევა.

WTA

China Open

პეკინი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

II წრე

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 7:6(8), 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 11)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:1, 6:4; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:2, 6:1.

1/8 ფინალი

ანა ივანოვიჩი (სერ)-ვერა ზვონარევა (რუს, 3) 6:2, 6:1; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-მარიონ ბარტოლი (საფ, 8) 4:6, 6:4, 7:5.

ATP

China Open

პეკინი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 100 000 დოლარი

II წრე

ტომას ბერდიხი (ჩეხ, 3)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 6:2, 6:0; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 2:6, 6:1, 6:2; ივან ლუბიჩიჩი (ხორ)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:0, 2:6, 6:3; მიხაილ იუჟნი (რუს)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:7(5), 6:2, 7:5.

Japan Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 100 000 დოლარი

II წრე

ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ტაცუმა იტო (იაპ) 6:7(4), 6:1, 7:5; მარდი ფიში (აშშ, 4)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:2, 6:4; ენდი მიურეი (ბრიტ, 2)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 7:6(4), 2:6, 6:4; დმიტრი ტურსუნოვი (რუს)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 6) 7:6(6), 6:7(3), 7:5; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 7)-მარკო ჩიუდინელი (შვეიც) 7:5, 6:7(5), 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა