დევდარიანის შეგირდები სასტუმრო "ბატესტაში" არიან და ყოველდღიურ ვარჯიშებს საგურამოში ატარებენ
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა გუნდმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო. გიორგი დევდარიანი და მისი გუნდი სასტუმრო "ბატესტაში" არიან დაბინავებული და ყოველდღიურ ვარჯიშებს საგურამოში ატარებენ.

საწვრთნელ-სასელექციო შეკრების მთავარი მიზანი, ნოემბერში, თურქეთში გასამართი ევროშესარჩევი ტურნირისთვის სათანადოდ მოზადებაა.

ამჟამად, გიორგი დევდარიანის განკარგულებაში 24 ფეხბურთელია:

დავით ლეგაშვილი ("სასკო"), გიორგი ბერია ("მერანი", მარტვილი), გიორგი პაპავა ("დინამო" თბილისი), თედო კაკულია ("დინამო" თბილისი), ცოტნე ხარაბაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ლაშა პარუნაშვილი ("დინამო" თბილისი), ალექსანდრე რეხვიაშვილი ("დინამო" თბილისი), ბუბა რუხაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი ქვილითაია ("სასკო"), ლევან ტყეშელაშვილი ("დინამო" თბილისი), თორნიკე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), ნიკა სანდოხაძე ("დინამო" თბილისი), გიორგი კალანდია ("ვიტ ჯორჯია"), ნოდარ კიკნაველიძე ("ზესტაფონი"), ვალერი კილასონია ("სპარტაკი", ცხინვალი), გურამ სამუშია ("ბაია", ზუგდიდი), ონისე ჩინჩალაძე ("ტორპედო", ქუთაისი), კახაბერ კაკაშვილი ("სპარტაკი", ცხინვალი), დავით გელაშვილი ("სპარტაკი", ცხინვალი), არჩილ ტვილდიანი ("დინამო" თბილისი), ოთარ დოლიძე ("დინამო" თბილისი), მალხაზ გაგოშიძე ("ზესტაფონი"), უჩა ბურძენაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ავთო ენდელაძე ("ბაია", ზუგდიდი)

საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, გიორგი დევდარიანი ტესტ-მატჩების გამართვასაც აპირებს:

"ეს შეკრება 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაგეგმილი გვაქვს ერთი თამაში "ზესტაფონის" პირველ გუნდთან და სავარაუდოდ, "დინამოსთანაც" ვითამაშებთ. ამ დღეების განმავლობაში, ერთმანეთშიც ვათამაშებთ ბიჭებს. ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, რომ მაქსიმალური ყურადღებით დავაკვირდეთ ყველა შეკრებაზე მყოფს, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ, ვინ გააგრძელებს მომზადებას ნოემბრის თამაშებისთვის. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ბევრმა ახალმა ფეხბურთელმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი თავის კლუბში და ვნახოთ, ნაკრების დონეზე როგორ გამოჩნდებიან. ალბათ, დამეთანხმებით, ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომელთა მომზადების დონე დაგვაკმაყოფილებს, რადგან ახლა ნამდვილად არაა იმის დრო, მათ ფიზიკურად აღზრდა-მომზადებაზე ვიმუშაოთ; თვითონ უნდა მოვიდნენ ნაკრებში სათანადოდ მომზადებულები" - განაცხადა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში გიორგი დევდარიანმა.

- თურქეთში გამგზავრებამდე, ალბათ, კიდევ შეიკრიბებით.

- როგორც ფედერაცია გვპირდება, დასკვნითი შეკრება აუცილებლად გვექნება. შემდეგ, ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გავემგზავრებით თურქეთში, რომ მზადება იქ გავაგრძელოთ.

- მეტოქეების შესახებ თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას?

- გვაქვს თურქეთის 19-წლამდე ნაკრების თამაშის ერთი ჩანაწერი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

პრინციპში, ასეც ვფიქრობდი, რადგან თურქეთის გუნდები, ტრადიციულად, კარგად მომზადებულები არიან. მაგრამ ძალიან კარგია ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები სტაბილურად თამაშობენ თავის კლუბებში და რასაც თვალს ვადევნებ, შიდა ჩემპიონატებში უმრავლესობა საკმაოდ კარგად გამოიყურება. თუ შევძელით ჩვენი ლეგიონერების დამატებაც, საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით.

პრობლემა ისაა, რომ ახალგარდულ ნაკრებს 10 ნოემბერს შვეიცარიასთან თამაში უწევს და ჭანტურია-ყაზაიშვილი შესაძლოა ჩვენ ვერ დაგვეხმარონ. შესაძლოა, დავით სხირტლაძე და სხვა ფეხბურთელებიც არ გამოუშვას კლუბმა, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეები; რისი სრული უფლებაც აქვთ.

- ამ 24 ფეხბურთელის გარდა, კიდევ ვინმეს ხომ არ დაიმატებთ?

- ვარჯიშებზე გვეყოლება "ვოლგას" ფეხბურთელი დავით კოხია, რომელიც დებიუტანტია და დიდი ყურადღებით დავაკვირდებით. ასევე, ვცდილობთ, "რუბინში" მოთამაშე მერაბ ურიდიასთან დაკავშირებას, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, სავიზო და საპასპორტო პრობლემების გამო, მისი ჩამოყვანა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ევროშესარჩევი ტურნირი 11-16 ნოემბერს, თურქეთში გაიმართება. ჩვენი ნაკრები მე-9 ჯგუფშია და თურქეთის, პოლონეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება.

11 ნოემბერი

პოლონეთი - საქართველო

13 ნოემბერი

საქართველო - თურქეთი

16 ნოემბერი

ლუქსემბურგი - საქართველო

gbf.ge

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა