ვეტერანი მიიჩნევს, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ სოკრატესმა განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრების თავკაცად "ბარსელონას" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას ხილვა სურს.

სოკრატესმა გვარდიოლა თამაშის შემტევი სტილისთვის შეაქო. ამას გარდა, ვეტერანი მიიჩნევს, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.

"ბრაზილიის ნაკრებთან მუშაობა ხოსეპ გვარდიოლას ან იოჰან კრუიფს შეუძლიათ. გვარდიოლა მამაცია. ვინ თამაშობს "ბარსელონას" დაცვაში? მათ დაცვა არ სჭირდებათ, სიმამაცე სჭირდებათ. ბრაზილიამ საკუთარ სტილზე უარი თქვა და ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.

ვფიქრობ, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ. ხმის უფლება ყველამ უნდა მიიღოს - მოთამაშეებმა, კლუბებმა, გულშემატკივრებმა. მე ზიკოს ავირჩევდი", - განაცხადა 57 წლის სოკრატესმა.

მომზადებულია Lancenet-ის მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა