ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა ტური: 10 საგზური ჯერ კიდევ პატრონს ელის, 4 შეიძლება დღეს გაიცეს
თუ რატომ ისვენებს საქართველოს ნაკრები, რომელიც ლუწგუნდიან საკვალიფიკაციო ჯგუფშია (და, წესით, უნდა თამაშობდეს), ცალკე თემაა და მეტად საგულისხმოც. ამ თემას გაზეთი უახლოეს დღეებში აუცილებლად დაუბრუნდება. ჩვენ კი ვიტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის 16 საგზურიდან 6 უკვე განაწილებულია, ჰაერში 10 საგზურია, რომელთა მოპოვების შანსი 25 ქვეყანას აქვს და 19-ს (მათ შორის, საქართველოს) აღარ.

საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა, ერთი დღეს გაიმართება და ერთიც 11 ოქტომბერს. ამის შემდეგ ევრო-2012-ის ფინალური ეტაპის საგზური უკვე 12 ნაკრებს ექნება, 8 დარჩენილი პრეტენდენტი კი პლეი ოფში დარჩენილ 4 საგზურს გაინაწილებს და დაელოდება 2 დეკემბერს, როცა კიევში ევრო-2012-ის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

მასპინძელი ქვეყნების გარდა პირველი სამშვიდობოს გერმანია გავიდა, რომელსაც იტალია და ესპანეთი მიყვნენ. ასევე გაირკვა, რომ მათემატიკურად არ არსებობს ვარიანტი, რომ ჰოლანდიამ ვერ დაიკავოს ყველაზე საუკეთესო მეორე ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპზე. ასე რომ, ჰოლანდიაც პოლონეთ-უკრაინაშია.

მოდი, ჯგუფების მივყვეთ და ვნახოთ, სად, რომელ ნაკრებს რა შანსი აქვს ფინალურ ეტაპზე გასვლის

A ჯგუფი

აქ გერმანიის ნაკრები პირველია, ბრძოლა მიდის პლეი ოფის საგზურისთვის, კანდიდატი კი ორია: თურქეთი და ბელგია. თურქეთი წინაა 2 ქულით და პლეი ოფის საგზურსაც მოიპოვებს, თუ: 1. მოუგებს გერმანია და ბელგია ვერ აჯობებს ყაზახეთს, 2. ფრედ თამაშობენ გერმანიასთან და ბელგია წააგებს ყაზახეთთან.

დღეს

აზერბაიჯანი-ავსტრია 20:00

თურქეთი-გერმანია 22:30

ბელგია-ყაზახეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 8 8 0 0 28-5 24

2. თურქეთი 8 4 2 2 11-8 14

3. ბელგია 8 3 3 2 16-11 12

4. ავსტრია 8 2 2 4 12-16 8

5. აზერბაიჯანი 8 2 1 5 9-21 7

6. ყაზახეთი 8 1 0 7 5-20 3

B ჯგუფი

რუსეთი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, თუ მოუგებს სლოვაკეთს და ირლანდია ვერ აჯობებს ანდორას. ეს ალბათ არ მოხდება, რადგან ძნელი წარმოსადგენია ჯოვანი ტრაპატონის გუნდს ქულები წაართვას. თუკი რუსეთის ნაკრები დაამარცხებს სლოვაკეთს, სულ მცირე, პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს. ამ შემთხვევაში სლავებმა, შესაძლოა, გარანტირებულ საუკეთესო მეორეადგილოსნობასაც გამოჰკრან ხელი. რუსეთის გარდა საგზურის მოპოვება ამავე ტურში არც ერთ ნაკრებს არ შეუძლია.

დღეს

სომხეთი-მაკედონია 19:00

სლოვაკეთი-რუსეთი 22:15

ანდორა-ირლანდია 23:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. რუსეთი 8 5 2 1 10-4 17

2. ირლანდია 8 4 3 1 11-6 15

3. სომხეთი 8 4 2 2 17-7 14

4. სლოვაკეთი 8 4 2 2 6-8 14

5. მაკედონია 8 2 1 5 6-9 7

6. ანდორა 8 0 0 8 1-17 0

C ჯგუფი

იტალიის ნაკრებს თავი ქუდში აქვს და აქ ბრძოლა პლეი ოფის საგზურისთვისაა, რომელსაც სერბეთის ნაკრები მოიპოვებს თუკი მოუგებს იტალიას, ან ფრეს ეთამაშება "სკუადრა აძურას" და ესტონეთი ვერ მოუგებს ჩრდილო ირლანდიას. სერბეთის გარდა სხვას, ამ ტურში პლეი ოფის საგზურის განაღდება არ შეუძლია.

დღეს

ჩრდ. ირლანდია-ესტონეთი 22:45

სერბეთი-იტალია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 8 7 1 0 16-1 22

2. სერბეთი 8 4 2 2 12-10 14

3. ესტონეთი 9 4 1 4 13-13 13

4. სლოვენია 9 3 2 4 10-7 11

5. ჩრდ. ირლანდია 8 2 3 3 8-8 9

6. ფარერები 10 1 1 8 6-26 4

D ჯგუფი

საფრანგეთის ნაკრები შეიძლება დღესვე გახდეს ევრო-2012-ის საგზურის პატრონი. საამისოდ "მამლებმა" ალბანეთი უნდა დაამარცხონ და ლუქსემბურგმა მოუგოს ბოსნიას. პლეი ოფის საგზურისთვის კი ალბანეთთან არწაგებაც საკმარისია, ან ფრანგთა წაგების შემთხვევაში რუმინეთმა არ უნდა მოუგოს ბელარუსს. პლეი ოფის საგზრურის მოპოვება ამ ტურში ბოსნიის ნაკრებსაც შეუძლია.

დღეს

ბოსნია-ლუქსემბურგი 22:00

რუმინეთი-ბელარუსი 22:30

საფრანგეთი-ალბანეთი 23:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 8 5 2 1 11-3 17

2. ბოსნია 8 5 1 2 11-7 16

3. რუმინეთი 8 3 3 2 10-6 12

4. ბელარუსი 9 3 3 3 6-5 12

5. ალბანეთი 8 2 2 4 6-10 8

6. ლუქსემბურგი 9 1 1 7 3-16 4

E ჯგუფი

ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფიც რომ ვერ მოიგოს საგზური მაინც ხელთ აქვს, ჯგუფის მოსაგებად კი ფრეც ჰყოფნის მოლდოვასთან. შვედეთის ნაკრები პლეი ოფის საგზურს ინაღდებს, თუკი ფინეთს მოუგებს.

დღეს

ფინეთი-შვედეთი 20:15

ჰოლანდია-მოლდოვა 22:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰოლანდია 8 8 0 0 34-5 24

2. შვედეთი 8 6 0 2 26-8 18

3. უნგრეთი 9 6 0 3 22-14 18

4. ფინეთი 8 3 0 5 15-14 9

5. მოლდოვა 8 2 0 6 8-15 6

6. სან მარინო 9 0 0 9 0-49 0

F ჯგუფი

ჩვენი ჯგუფი: სადაც ბრძოლას მხოლოდ ორი ნაკრები: ხორვატია და საბერძნეთი აგრძელებს. პლეი ოფის საგზური მათ უკვე ხელთ აქვთ, თუმცა თუკი ხორვატია საბერძნეთს ათენში მოუგებს, სლავები ევროპის ჩემპიონატზე ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე ითამაშებენ.

დღეს

ლატვია-მალტა 21:00

საბერძნეთი-ხორვატია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 8 6 1 1 16-5 19

2. საბერძნეთი 8 5 3 0 10-4 18

3. ისრაელი 9 4 1 4 11-11 13

4. საქართველო 9 2 4 3 6-7 10

5. ლატვია 8 2 2 4 7-10 8

6. მალტა 8 0 1 7 4-17 1

G ჯგუფი

ინგლისის ნაკრების ამოცანა, ერთი შეხედვით, მარტივია - მთავარია, კაპელოს ბიჭებმა არ წააგონ ჩერნოგორიასთან. ისე, წაგების შემთხვევაშიც დიდი შანსია, რომ ინგლისმა საუკეთესო მეორეადგილოსნობა გაინაღდოს. თუკი ჩერნოგორიის ნაკრები დაამარცხებს ინგლისს და შვეიცარია ვერ მოუგებს უელსს, სლავები პლეი ოფში ითამაშებენ (შეიძლება ასეთი ვარიანტიც: ფრე ინგლისთან და უელსი უგებს შვეიცარიას).

დღეს

უელსი-შვეიცარია 22:45

ჩერნოგორია-ინგლისი 23:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 7 5 2 0 15-3 17

2. ჩერნოგორია 6 3 2 1 5-3 11

3. შვეიცარია 6 2 2 2 10-8 8

4. ბულგარეთი 7 1 2 4 3-12 5

5. უელსი 6 1 0 5 3-10 3

H ჯგუფი

პორტუგალია მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს, თუ მოუგებს ისლანდიას და კვიპროსი დაამარცხებს დანიას. დანია მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს, თუ მოუგებს კვიპროსს და ისლანდია ვერ მოუგებს პორტუგალიას.

დღეს

პორტუგალია-ისლანდია 00:00

კვიპროსი-დანია 22:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 6 4 1 1 15-7 13

2. დანია 6 4 1 1 9-4 13

3. ნორვეგია 7 4 1 2 7-6 13

4. ისლანდია 7 1 1 5 3-9 4

5. კვიპროსი 6 0 2 4 5-13 2

I ჯგუფი

ჩეხეთის ნაკრები მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს, თუ მოუგებს ესპანეთს და შოტლანდია ვერ მოუგებს ლიხტენშტაინს ან ფრედ ითამაშებენ ესპანელებთან და ლიხტენშტაინი მოუგებს შოტლანდიას (ფანტასტიკის სფეროდან).

არის კიდევ წვრილ-წვრილი ვარიანტები, რომლებზეც ყურადღების გამახვილება ჯერ არ ღირს, დაველოდოთ თამაშებს. როგორც ხედავთ, ყველაზე ახლოს მიზანთან ინგლისის ნაკრებია, რომელსაც სულ რაღაც ქულა ჰყოფნის. დღესვე შეიძლება საგზური მოიპოვონ რუსებმა, ხორვატებმა და ფრანგებმა.

დღეს

ჩეხეთი-ესპანეთი 22:45

ხვალ

ლიხტენშტაინი-შოტლანდია 21:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 6 6 0 0 21-5 18

2. ჩეხეთი 6 3 1 2 8-5 10

3. შოტლანდია 6 2 2 2 7-7 8

4. ლიტვა 7 1 2 4 3-9 5

5. ლიხტენშტაინი 7 1 1 5 3-16 4

ბომბარდირები:

10 - კლაას-იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია).

9 - მიროსლავ კლოზე (გერმანია).

7 - მიკაელ ფორსელი (ფინეთი).

6 - რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), დავიდ ვილია (ესპანეთი), დერდეი რუდოლფი (უნგრეთი).

5 - ტიმ მატავჟი (სლოვენია), დირკ კუიტი (ჰოლანდია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ჰოლანდია), რობი კინი (ირლანდია)

4 – ჯერდან შაჩირი (შვეიცარია), გევორგ ღაზარიანი (სომხეთი), ჰენრიკ მხითარიანი (სომხეთი), ადამ სალაი (უნგრეთი), მარიო გომესი (გერმანია), იოსი ბენაიუნი (ისრაელი), მარვინ ოგუნჯიმი (ბელგია), ნიკო კრანჩარი (ხორვატია), კასპერ ჰამალაინენი (ფინეთი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), მარკო არნაუტოვიჩი (ავსტრია), არდა თურანი (თურქეთი), ანტონიო კასანო (იტალია), მესუთ იოზილი (გერმანია).

ევრო-2012-ზე გასული გუნდები

1. პოლონეთი - თანამასპინძელი (გადაწყდა 2007 წლის 18 აპრილს)

2. უკრაინა - თანამასპინძელი (2007 წლის 18 აპრილს)

3. გერმანია - ა ჯგუფის გამარჯვებული (2011 წლის 2 სექტემბერი)

4. იტალია - ც ჯგუფის გამარჯვებული (6 სექტემბერი)

5. ესპანეთი - ი ჯგუფის გამარჯვებული (6 სექტემბერი)

6. ჰოლანდია - სულ მცირე, საუკეთესო მეორეადგილოსანი (6 სექტემბერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ