"ვირტუსის" მფლობელმა კლაუდიო საბატინიმ განაცხადა, რომ კობისთან მოლაპარაკებები ძალიან ნელა და მძიმედ მიმდინარეობს
გრძელდება სატრანსფერო საგა სახელწოდებით - "კობი ბრაიანტი "ვირტუსში". ბოლო ინფორმაცია ასეთია: ბოლონიური კლუბის მფლობელმა კლაუდიო საბატინიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერთან ძალიან ნელა და მძიმედ მიმდინარეობს.

"ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი მქონდა კობი ბრაიანტის აგენტთან. ახლა ისღა დაგვრჩენია, მათ საბოლოო პასუხს დაველოდოთ. ჩვენ მივიღეთ ფინანსური წინადადება და პასუხად ხელშეკრულების ორი ვარიანტი გავუგზავნეთ - კონტრაქტი ერთ თამაშზე ან 40 დღეზე. გადაწყვეტილება ბრაიანტმა უნდა მიიღოს.

ერთმატჩიანი ხელშეკრულების შეთავაზებით მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარება გვინდოდა. კობის შეეძლება კვირას იტალიაში ჩამოსვლა და უკვე ოთხშაბათს "ბენეტონის" წინააღმდეგ თამაში. იმედი გვაქვს, ის უფრო დიდხანს გადაწყვეტს ჩვენთან დარჩენას. ნებისმიერ შემთხვევაში, ორი კვირის შემდეგ ბრაიანტს ამერიკაში მოუწევს დაბრუნება სასპონსორო ვალდებულებების შესასრულებლად", - ამბობს საბატინი.

როგორც ვარაუდობენ, კობი სწორედ ერთმატჩიან ხელშეკრულებას დათანხმდება. ის 12 ოქტომბერს ითამაშებს "ბენეტონის" წინააღმდეგ და ამისთვის 2 მილიონ დოლარს მიიღებს. მისი საბოლოო პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა