დაუგავპილსის "დაუგავას" ქართველი თავდამსხმელი მშვენიერ სეზონს ატარებს, გოლი გოლზე გააქვს და ვარიანტები ასარჩევად აქვს
დაუგავპილსის "დაუგავას" თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე ლატვიის ჩემპიონატში მშვენიერ სეზონს ატარებს. ბოლო ტურებში კი სულაც "აიწყვიტა" და გოლი გოლზე გააქვს. "დაუგავას" ფორვარდმა ლატვიის ვირსლიგის ბოლო ტურში დუბლი მიითვალა და თავისიანებს "იელგავასთან" სტუმრად 2:1 გაამარჯვებინ (2:1).

დაუგავპილსელთა 25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონის 21 მატჩში 20 გოლი გაიტანა და რიგის "სკონტოს" ბრაზილიელ ნათან ჟუნიორს მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება - რიგელთა ფორვარდმა ერთი შეხვედრით მეტიც ჩაატარა.

ლატვიის ჩემპიონატის მატჩებს ევროპელი სელექციონერები ხშირად ესწრებიან. ღონღაძეს კონტრაქტი ნოემბერში უმთავრდება და ლატვიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, თანაც, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ბევრს აინტერესებს.

ნახევარი წელია, ღონღაძეს სხვადასხვა კლუბიდან უკავშირდებიან და კონტრაქტს სთავაზობენ. ზაფხულში პოლონეთის ექსტრაკლასას "პოლონიას" სურდა მასთან კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ დაუგავპილსელებმა არ გაუშვეს. მერე ჩვენებურით ბუნდესლიგაში მე-12 პოზიციაზე მყოფი "კიოლნი" დაინტერესდა. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ, ეტყობა, მოლაპარაკება არ გაგრძელებულა.

ახლა კი შევიტყვეთ, რომ მამუკამ კონტრაქტი უკრაინაში მცხოვრებ ქართველ მენეჯერთან გააფორმა და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლატვიიდან უკრაინაში გადაბარგების დიდი შანსი აქვს.

საქმე ისაა, რომ მისმა მენეჯერმა მოლაპარაკება ორ კლუბთან წამოიწყო - კრივოი როგის "კრივბასთან" და ლუგანსკის "ზარიასთან". ორივესთან წინასწარი შეთანხმებაც არსებობს, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მამუკას უკეთეს პირად კონტრაქტს რომელი შესთავაზებს.

ღონღაძის პროგრესი იმდენად თვალშისაცემია, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, ერთ მშვენიერ დღეს ეროვნულ ნაკრებში რომ გამოიძახონ და თავის გამოჩენის შანსი მისცენ - ასეთი შედეგიანი თავდამსხმელი ბევრი ნამდვილად არ გვყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Burton
Gela, ეგრეა, სამწუხაროდ, და მერე სიმართლე სწყინთ! გავიგე კიოლნი დაინტერესდაო და იმედი ჩამესახა ძლიერი თავდამსხმელი გამოჩნდება ნაკრებში თქო და თურმე კრივბასი დაინტერესდა! გულისამრევია რა.
Gela
Burton ეგ ხო ჩვეულებრივი ამბავია კაცო ანანიძეზეც რამდენი ხანი იძახდნენ ხან მილანიო ხან სევილიაო ხან ბარსელონაო და კი გდია ეხლაც სპარტაკის დუბლებში.ეგეთ რაღაცეებს აგენტები იგონებენ და ავრცელებენ ხმებს მერე რო უფრო მეტი ფული იშოვონ და კლიენტსაც აშოვნინონ,ანუ იმ აგენტს ეხლა სიტყვაზე კრივბასის წარომადგენლები რო დაუკავშირდებიან ეს ეტყვის ვერ ხედავთ კიოლნია დაინტერესებული და თუ გინდათ დაგთანხმდეთ ძალიან დიდი ფული უნდა შემოგვთავაზოთო,ეგ კიდე რა არი მინო რაიოლა არი მაგ საქმეში ყველაზე მაგარი :D:D ისე უკრაინის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა,ყოველ შემთხვევაში 100% დარწმუნებული ვარ შახტარი,დინამო,დნიპრო და მეტალისტი თუნდაც საფრანგეთის ეხლანდელ ჩემპიონ ლილს 10დან მინიმუმ 5ს მოუგებენ,ზარია და კრივბასი ძაან ბევრია ამისთვის ბოლოს რუსეთის მეორე ლიგაში ან ტაშკენტის ფახთაქორში გადავა :D:D:D
Burton
_-_ და რა შემატყვე, რომ არ ვიცი?! კიოლნის ვარიანტი ჰქონდა და ზორიაში მიდის? ტყუილი იყო ის კიოლნის ვარიანტი და იმიტომ!

ბურტონ კითხვა იცი?
Burton
აბა კიოლნიო?! რა კრივბასი, რის ზორია, მატყუარები ხართ, ფუუუუუუ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა