თბილისის "ლიგამუსი" ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც H ჯგუფში მეტოქეობას ნიდერლანლების ჩემპიონ "შუურმანს" გაუწევს
წლეულს 22-25 სექტემბერს თბილისის საწყალოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" წყალბურთელ ვაჟთა საკლუბო გუნდებისთვის ევროპის თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორთაბრძოლები გაიმართა.

თბილისის "ლიგამუსმა" ექვსგუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მე-2 რაუნდის შეხვედრები დღეს იწყება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი" (ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, თამაზ ლაზარიდი, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, გალაქტიონ ლაითაძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კ), კოტე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, ივან სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი, კლუბის პრეზიდენტი გიგი ლილუაშვილი) ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც H ჯგუფში მეტოქეობას გაუწევს ნიდერლანლების ჩემპიონ "შუურმანს", გერმანიის ვიცე-ჩემპიონ "დუისბურგსა" და ხორვატიის ბრინჯაოს პრიზიორ "მორნარ სპლიტს".

"დუისბურგმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნოვი სადში (სერბეთი) ითამაშა, სადაც "მარსელთან" (საფრანგეთი) და მასპინძელთა "ვოივოდინასთან" ერთად 6-6 ქულა მოაგროვა, მაგრამ ბურთების უარესი შეფარდებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის თასზე გადმოინაცვლა.

"შუურმანი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარსელში თამაშობდა მასპინძლების, სტამბოლის "გალათასარაის", ზაგრების "მლადოსტის", ბელგრადის "რედ სტარისა" და მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ, მაგრამ ლიგის მე-2 რაუნდში ვერ გააღწია. რაც შეეხება "მორნარ სპლიტს", ხორვატები სტამბოლში თამაშობდნენ ევროპის თასის B ჯგუფში, სადაც ხუთიდან 4 მატჩი მოიგეს (მათ შორის თბილისის "ივერიასთან") და პირველი ადგილი დაიკავეს. აი, ასეთ გუნდებთან მოუწევს "ლიგამუსს" სამი დღის განმავლობაში პაექრობა.

გაუწყებთ H ჯგუფის შეხვედრათა განრიგს:

7 ოქტომბერი. "მორნარ სპლიტი"-"დუისბურგი" (გერმანია), "შუურმანი" (ჰოლანდია)-"ლიგამუსი" (საქართველო).

8 ოქტომბერი. "მორნარ სპლიტი"-"ლიგამუსი", "შუურმანი"-"დუისბურგი".

9 ოქტომბერი. "დუისბურგი-"ლიგამუსი", "შუურმანი"-"მორნარ სპლიტი".

"შუურმანისა" და "ლიგამუსის" დღევანდელი შეხვედრა ჰოლანდიის დროით 20 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა